ევროპული საფეხბურთო ასოციაცია ინციდენტის გამოძიებას აწარმოებს.
UEFA "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გამართულ ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.
1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელიც "ენფილდზე" გაიმართა, სტუმართა სექტორიდან ისმოდა "ჰილსბოროსა" და "ჰეიზელის" ტრაგედიების დამცინავი ჩანტები.
საპასუხო შეხვედრა კი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, უფრო მეტი მოვლენით იყო დატვირთული.
ევროპის საფეხბურთო ასოციაცია ორივე გუნდს, სდებს ბრალს: "იუნაიტედს"- გულშემატკივართა შეწუხებაში, საგნების სროლასა და გასასვლელის გადაკეტვაში ედება ბრალი, ხოლო "ლივერპულს"- დაუშვებელი ჩანტების გაჟღერებაში, ფოიერვერკების გაშვებაში, საგნების სროლაში, გულშემატკივართა შეწუხებასა და მატჩზე დაგვიანებაში - ეს ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" მომხდარი ფაქტებია.
ხოლო, როცა Omnisport-მა UEFA -ს მიმართა, დაადასტურეს, რომ "დაუშვებელი ჩანტების" გაჟღერებაში "იუნაიტედსაც" ედება ბრალი.
განცხადებაში ნათქამია:
"UEFA-სთვის ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ლიგაზე საფეხბურთო კლუბებ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართულ მატჩზე 2016 წლის 10 და 17 მარტს დაუშვებელი ჩანტები გაჟღერდა.
შედეგად, UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინარულმა ინსპექტორმა გამოძიების დაწყება გადაწყვიტა და პოტენციურ თვითმხილველებს შეკრებს. ორივე კლუბს ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის 10 დღე ეძლევა".წყარო:
goal.com