მარტის თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ექვსი კანდიდატი გვყავს.
ხუან მატას მიერ "უოტფორდის" კარში გატანილი გოლი და ადნან იანუზაის მიერ "წითლების" სარეზერვო გუნდის რიგებში "ოლდჰემის" კარში გატანილი გოლი საუკეთესოს გამოსავლენად შეეცილება სხვა ოთხ გოლს.
უორენ ჯოისის გუნდის რიგებში ჯეიმს უეირმა "ლივერპულელ" თანატოლებს გაუტანა შესანიშნავი კომბინაციის გათმაშების შემდეგ, ხოლო 18-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელმა ჩარლი სკოტმა "ბრაიტონის" კარი უჩვეულო სტილში აიღო.
მორიგი კანდიდატები არიან პირველი გუნდის წევრი ენტონი მარსიალი და მარკუს რეშფორდი, რომელთაც ინგლისის თასზე "ვესტ ჰემ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტის" გაუტანეს შესაბამისად.