დავიდ დე ხეა, კრის სმოლინგი და ენტონი მარსიალი მარტის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე არიან წარდგენილნი.
დავიდ დე ხეა (6 მატჩი, 2 "მშრალი" მატჩი)
მიუხედავად იმისა, რომ მარტში "იუნაიტედმა" საკმაო რაოდენობის გოლები გაუშვა, ესპანელი მეკარე თავის უმაღლეს კლასს კვლავ ამტკიცებს. ერთ-ერთი ასეთი დასტური გამოდგა "ენფილდზე" ევროპა ლიგის მატჩში დამარცხებისას მოგერიებული რამდენიმე ბურთი. ინგლისის თასზე "ვესტ ჰემის" ფეხბურთელის, მაიკლ ანტონიოს მიერ შეხვედრის მიწურულს დარტყმულის მოგერიებამ კი გუნდს ტურნირზე ასპარეზობის შანსი დაუტოვა. გარდა ამისა, დე ხეას ანგარიშზეა პრემიერ ლიგაში "უოტფორდთან" მატჩში ოდიონ იგალოს წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში.
კრის სმოლინგი (5 მატჩი, 0 გოლი)
"უოტფორდთან" შეხვედრის გამოტოვების შემდეგ დაბრუნებულმა მცველმა მაღალი სტანდარტი აჩვენა. სმოლინგი გუნდს დაეხმარა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ენდი კეროლია და ინგლისელს ინგლისის თასზე არაფრის გაკეთება არ დაანება, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გასულ სეზონში მოედნიდან გაძევების შემდეგ სმოლინგი "ეტიჰად სტედიუმზე" ამჯერად უფრო წარმატებით ასპარეზობდა და თავის გუნდს კარის "მშრალად" შენახვაში დაეხმარა.
ენტონი მარსიალი (6 მატჩი, 2 გოლი)
ორი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მარტის თვეში "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, მაგრამ მან უფრო მეტი აჩვენა, ვიდრე უბრალოდ გოლებია. ყოველთვის მწვავე და მოხერხებული 20 წლის ფეხბურთელი მარტის თვეში ჩატარებულ თითოეულ შეხვედრაში მაგიურ მომენტებს გვთავაზობდა. "ლივერპულთან" მატჩში ნათანიელ კლაინის წაქცევის შედეგად მარსიალმა თავისი პირველი პენალტი გაიტანა "იუნაიტედის" შემადგენლობაში, მანამდე კი ინგლისის თასზე "ვესტ ჰემის" კარი აიღო.