"მანჩესტერ იუნაიტედი" 2016 წელს წინასასეზონო ტურნეს მსვლელობისას ჩინეთში დაბრუნდება და ორ მატჩს ჩაატარებს.
კლუბი შორეულ აღმოსავლეთში ჩავა, სადაც 107 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს- მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
რვადღიანი ტურნე პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონისთვის მზადების პროცესში შედგება, მოწინააღმდეგეთა ვინაობა, მატჩების თარიღი და დაწვრილებითი ინფორმაციები კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად 1975 წელს ჩავიდა აზიის ამ რეგიონში, სულ კი ცხრა ტურნე გამართა და 12 მატჩი ჩაატარა ადგილობრივი გუნდების წინააღმდეგ. უახლოესი ასეთი მატჩი 2013 წლის ივლისში "კითჩის" წინააღმდეგ შედგა, სადაც 40 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო შეხვედრას, ხოლო ტელევიზიით მილიონზე მეტმა ტელემაყურებელმა იხილა მატჩი პირდაპირ ეთერში.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა: "მანჩესტერ იუნაიტედს" ძლიერი ისტორიული კავშირი აქვს ჩინეთთან და ამ ურთიერთობითა და ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი გულშემატკივრებით ძალიან ვამაყობთ.
ჩინეთში ჩვენი წინა სტუმრობისას მატჩებს ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო და აქაური მხარდაჭერით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდით, ამგვარად, ამ ზაფხულს ყველა მოუთმენლად ელოდება".