"სტოკ სიტის" ნახევარმცველი, ჩარლი ადამი ფიქრობს, რომ უეინ რუნი ჯერ კიდევ სჯობს ჰარი კეინს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 14 გოლი გაიტანა, თუმცა ერთი თვეა ტრავმის გამო თამაშს ვერ ახერხებს.
კეინი კი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით ლიდერობს.
BBC 5 Live-თან საუბრისას ჩარლი ადამმა განაცხადა, რომ როი ჰოჯსონს რუნის სახით საუკეთესო არჩევანი ჰყავს.
"ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ უეინ რუნი ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელია- ჯანმრთელი უეინ რუნი, ყოველმხრივ თავდაუზოგავი, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია.
ამჟამად უკეთეს გუნდში რომ თამაშობდეს, კვლავ იქნებოდა ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელი.
უეინ რუნი უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე ჰარი კეინი", - განაცხადა ადამმა.