ჯესი ლინგარდი ახალგაზრდა პარტნიორზე საუბრობს.
ჯესი ლინგარდმა აღნიშნა, რომ მარკუს რეშფორდმა მანჩესტერულ დერბიში "იუნაიტედის" სათამაშო გეგმაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
"ცისფერებმა" მატჩი დაცვის ცენტრში მარტინ დემიჩელისითა და ელიაკიმ მანგალათი დაიწყეს, რომლებმაც ტრავმირებული ვენსან კომპანი და ნიკოლას ოტამენდი შეცვალეს, ამ შერჩევამ კი "წითლები" წააქეზა- თუმცა ისე არავინ, როგორც მარკუს რეშფორდი, რომელმაც 16-ე წუთზე დემიჩელისს შესანიშნავად აუარა გვერდი და ჯო ჰარტის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.
კვირას "ეტიჰად სტეიუმზე" გამართული მანჩესტერული დერბი რეშფორდისა და ლინგარდისთვის პირველი დერბი იყო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. შეხვედრა კი ორივესთვის პოზიტიური გამოდგა:
"დიახ, კარგი იყო. მათ წინააღმდეგ ამ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" შეცვლაზე ვითამაშე და ძალიან რთულად დასაპირისპირებელი გუნდია, რადგანაც ბურთის დაჭერას კარგად ახერხებენ. მაგრამ ჩვენ მათი სისუსტეები გამოვიყენეთ და გოლი გავიტანეთ", - განაცხადა ლინგარდმა.
როცა ჰკითხეს, "იუნაიტედის" გეგმა მდგომარეობდა თუ არა იმაში, რომ სწორედ დემიჩელისზე მოეხდინათ ზეწოლა, ინგლისელმა თავისი არგენტინელი მეტოქის შესახებ განაცხადა:
"არა მაინცდამაინც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს მათი ერთ-ერთი სისუსტე იყო, მარკუსს მის ზურგს უკან უნდა ერბინა და ამის გამო ჯილდოც მიიღო.
მან უკვე გამოიწვია აჟიოტაჟი, მე კი ღრუბლებში ფრენის უფლებას არ ვაძლევ! გულახდილად რომ ვთქვა, მეცხრე ცაზე ნამდვილად არ არის, ყოველთვის მიწაზე ეშვება. ახლა თავისი კარიერის მომდევნო ეტაპს ელოდება მოუთმენლად".მიწაზე დგომის შესახებ საუბრისას ლინგარდმა ასევე აღნიშნა, რომ სწრაფად ჩაერია ეპიზოდში, რომელშიც "სიტის" ორი ფეხბურთელი ახალგაზრდა რეშფორდს ეკამათებოდა:
"დიახ, მის წამოსაყენებლად უნდა მივსულიყავი, ვერ მივედი და ახალგაზრდა ბიჭზე ვიზრუნე! მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ პენალტი იყო"."იუნაიტედი" ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის". ლინგარდი აღნიშნავს, რომ კვირას მოპოვებულ გამარჯვებას მცირე ფასი ექნება, თუკი გამარჯვებების მოპოვებას ვერ განაგრძობენ.
"დიახ, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ბიჭებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, ზეწოლას კარგად ვახდენდით და ბურთიც კარგად გვეჭირა. სწრაფი გოლის გატანა დიდებული იყო.
მწვრთნელმა ხმაური ატეხა. მაგრამ ვიცით, რომ ეს სეზონის ბოლო მატჩი არ არის და ახლა "ევერტონის" დამარცხებაზე უნდა გადავერთოთ. ეს დიდი ბიძგია, მაგრამ ჯერ კიდევ მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ. ყოველი გუნდისთვის შესაბამისი გეგმა გვაქვს და როცა მას ვახორციელებთ, როგორც ჩვეულებრივ, ვიმარჯვებთ".წყარო:
manutd.com