"იუნაიტედის" ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნების ნაკრებში გამოიძახეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ერთმანეთს პარასკევს დაუპირისპირდებიან, როცა საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
დეილი ბლინდი და
მემფის დეპაი ამსტერდამში ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად იმყოფებიან და მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი გათამაშებისთვის ემზადებიან, რადგან ევროპის უახლოეს ჩემპიონატს ტოვებენ. სამაგიეროდ, ტურნირზე ითამაშებს საფრანგეთის ნაკრები, რომელიც მასპინძელი ქვეყანა იქნება, მის რიგებში კი
ენტონი მარსიალი ასპარეზობს. მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური
ტელევიზია პირდაპირ ეთერში გვთავაზობს.
ჰოლანდიის მომდევნო შეხვედრა ჩატარდება "უემბლიზე" 29 მარტს. უეინ რუნისა და ფილ ჯონსის ტრავმის შედეგად
კრის სმოლინგი ერთადერთი "წითელი ეშმაკია", რომელიც ინგლისის ნაკრებში "იუნაიტედს" წარადგენს.
ბასტიან შვაინშტაიგერი და გერმანია კი შაბათს მოწინააღმდეგეები იქნებიან.
შვაინშტაიგერი ასევე 29 მარტს თავის თანაგუნდელ
მატეო დარმიანს შეხვდება, როცა გერმანელები იტალიას დაუპირისპირდებიან. იტალიელთა განრიგი ესპანეთთან შეხვედრასაც მოიცავს, რომლის რიგებში
დავიდ დე ხეა და
ხუან მატაც ითამაშებენ. ესპანელები იტალიელთა გარდა რუმინეთსაც დაუპირისპირდებიან.
პედი მაკნეირი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფერებს დაიცავს ხუთშაბათს უელსის ნაკრების წინააღმდეგ, ორშაბათს კი სლოვენიასთან.
მარუან ფელაინის ბელგიის ნაკრები მომდევნო სამშაბათს პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
გილერმო ვარელამ ურუგვაის ნაკრებში თავისი პირველი მიწვევა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიისა და პერუს ნაკრებების წინააღმდეგ ითააშებს.
სერხიო რომერო და
მარკოს როხო არგენტინის შემადგენლობაში იქნებიან ჩილესა და ბოლივიის წინააღმდეგ მატჩებში. მეოთხე "წითელი ეშმაკი", რომელიც სამხრეთ ამერიკის ნაკრებს წარადგენს,
ანტონიო ვალენსია იქნება, რომლის ეკვადორის ნაკრები პარაგვაისა და კოლუმბიას დაუპირისპირდება.
ხუთშაბათი, 24 მარტიიტალია - ესპანეთი (დარმიანი; დე ხეა, მატა)
უელსი - ჩრდილოეთ ირლანდია (მაკნეირი)
ჩილე - არგენტინა (რომერო, როხო)
ეკვადორი - პარაგვაი (ვალენსია)
პარასკევი, 25 მარტიჰოლანდია - საფრანგეთი (ბლინდი, მემფისის; მარსიალი) - Live
MUTV-ზე
ბრაზილია - ურუგვაი (ვარელა)
შაბათი, 26 მარტიგერმანია - ინგლისი (შვაინშტაიგერი; სმოლინგი)
კვირა, 27 მარტირუმინეთი - ესპანეთი (დე ხეა, მატა)
ორშაბათი, 28 მარტიჩრდილოეთ ირლანდია - სლოვენია (მაკნეირი)
სამშაბათი, 29 მარტიბელგია - პორტუგალია (ფელაინი)
გერმანია - იტალია (შვაინშტაიგერი; დარმიანია)
ინგლისი - ჰოლანდია (სმოლინგი; ბლინდი, მემფისი)
საფრანგეთი - რუსეთი (მარსიალი)
არგენტინა - ბოლივია (როხო, რომერო)
კოლუმბია - ეკვადორი (ვალენსია)
ურუგვაი - პერუ (ვარელა)
წყარო:
manutd.com