რაიან ტანიკლიფით ინტერესდებიან: "რედინგი", "ლესტერი", "ჰალი", "ბარნლი" და "ვულვზი"(რომელთაც, სულ ახლახანს, შეეცვალათ მწვრთნელი). ამ გუნდებს სურთ რაიანის არენდით წაყვანა. იტყობინება skysports.com. როგორც ჩანს, სერ ალექს ფერგიუსონს მოუწევს არჩევანის გაკეთება, გაუშვას რაიანი, თუ დაიტოვოს კლუბში.
Daily Mail თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ვილფრედ ზაჰასთან, რომელიც ახლა "კრისტალ პალასის" საკუთრებაა, რადგან "ტოტენჰემი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მასთან. იან ჰოლვეიმ აღიარა, რომ იმედოვნებს ფეხბურთელის მომავლის მალე გარკვევას, რადგან ეს მის ფორმაზე მოქმედებს.
The Hull Daily Mail–ის ცნობით, რობი ბრედი რჩება "ჰალ სიტიში" 2 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ, რომელიც აქამდე არენდის წესით იყო აყვანილი ამავე კლუბის მიერ. 20 წლის ბრედმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება "ვეფხვებთან": "ჩვენ "იუნაიტედთან" რობი ბრედი გვაკავშირებს" – განაცხადა ბრიუსმა – "რობის განათხოვრების მიზანი იყო ისევ უკან დაბრუნება, მაგრამ ახლა ის სამუდამოდ გავიფორმეთ"