"მანჩესტერ იუნაიტედი" დერბის აუთსაიდერის სტატუსით შეხვდა, რაც გასაკვირი არ არის: ლუი ვან გაალის გუნდის სტატისტიკა გასვლით მატჩებში შესანიშნავად ერგება ეპითეტს "საშინელი". თუმცა არც "მანჩესტერ სიტია" სახარბიელო ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოდის. "სიტის" მთავარი პრობლემა მიმდინარე სეზონში გახდა ტრავმები. შეტევის მთავარი მოქმედი პირები აგუერო და სილვა დიდხანს ვერ ახერხებდნენ ტრავმის მოშუშებას, მოგვიანებით კი ასევე დაშავდა დე ბრუინე, რომელმაც ინგლისური კარიერა პრობლემების გარეშე დაიწყო, მთავარ დაკარგვად კი ითვლება საბრძოლო ერთეული, რომლის არყოფნის შედეგად "ქალაქელებმა" უამრავი ქულა დაკარგეს- ეს ვენსან კომპანია.
ტრავმების გამო, "იუნაიტედის" სასიხარულოდ, "სიტის" ცენტრალურ დაცვას დემიჩელისი და მანგალა შეადგენდნენ.
ევროპის ლიგაზე "ლივერპულთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ლუი ვან გაალმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. გილერმო ვარელა მარჯვენა ფლანგზე მატეო დარმიანმა ჩაანაცვლა, მარუან ფელაინის ადგილი კი მორგან შნეიდერლინმა დაიკავა.
შეცდომები
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის ხაზში სილვა, აგუერო, ნავასი და სტერლინგი ჰყავს, "სიტიმ" არც ისე ბევრი ნამდვილად სახიფათო მომენტი შექმნა. ძირითად საფრთხეს ფლანგებიდან შეტევა წარმოადგენდა, რადგანაც როხო და დარმიანი საიმედოობით ვერ დაიკვეხნიან.
მე-7 წუთი, ნავასის დარტყმა
კარში პირველი სახიფათო დარტყმა უკვე მეშვიდე წუთზე შედგა. სტერლინგი გაექცა დარმიანს და გავიდა პოზიციაზე, საიდანაც საპირისპირო ფლანგზე ნავასისთვის პასის მიწოდება შეეძლო. როხომ შემტევ ფეხბურთელს დიდი სივრცე დაუტოვა.
"იუნაიტედს" გაუმართლა, რომ სტერლინგმა ბურთის მაღლა აწევა გადაწყვიტა, რამაც ეპიზოდს სიმწვავე მოხსნა, მაგრამ ორთაბრძოლა მაინც წააგეს და ნავასმა კარისკენ დაარტყა. ასცდა.
ეპიზოდის ვიდეო:
მე-14 წუთი. ნავასის დარტყმა
ხესუს ნავასის მორიგი დარტყმა მარკოს როხოს მიერ შნეიდერლინისთვის მიწოდებულმა არაზუსტმა პასმა გამოიწვია. მაგრამ უფრო მეტ ხიფათს ბურთის დაკარგვის მერე როხოს არასწორი მოქმედება იწვევდა- გადავიდა ცენტრალურ ზონაში, ნავასი კი სულ მარტო დატოვა.
სივრცე შემტევს ბურთის მიღებისა და დამუშავებისთვის ეყო.
ეპიზოდის ვიდეო:
***
21-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ტრავმა მიიღო და ამის გამო ფერნანდომ შეცვალა. ამას "სიტის" ფეხბურთელების განლაგების შეცვლა მოჰყვა: ფერნანდინიომ ფერნანდოსთან ერთად საყრდენი ზონა დაიკავა, ხოლო იაია ტურე ათიანის პოზიციაზე გადავიდა სილვას ადგილას, დავიდი სტერლინგის ფლანგზე აღმოჩნდა.
22-ე წუთი. საჯარიმო
სტერლინგზე წესების დარღვევა სახიფათო ეპიზოდში გადაიზარდა. როხომ დემიჩელისთან საჰაერო ორთაბრძოლა წააგო. გაგვიმართლა, რომ დარტყმა არ გამოუვიდა.
ეს პირველი სახიფათო ეპიზოდი იყო მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" ანგარიშში დაწინაურდა.
***
პირველი ტაიმის დასრულებამდე უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს.
მეორე ტაიმში "იუნაიტედმა" სახიფათო მომენტების შექმნა განაგრძო, მანუელ პელეგრინიმ კი მატჩის მსვლელობის შეცვლა გადაწყვიტა, რის გამოც ცენტრალური მცველის, დემიჩელისის ნაცვლად ბონი შეიყვანა მოედანზე, დაცვის ცენტრალურ ზონაში კი ფერნანდინიო გადავიდა.
ბონიმ "სიტის" შეტევას ძალა შემატა, წინ ბურთს უფრო ხშირად იგებდნენ, საჰაერო ორთაბრძოლებში კი უპირატესობას იღებდნენ.
66-ე წუთი. ძელი
მიუხედავად ცვლილებისა და შეტევის გაძლიერებისა, "სიტისგან" ნამდვილად სახიფათო მომენტის ლოდინი მეორე ტაიმში 20 წუთს მოგვიხდა.
დაცვაში ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად იქცა როხოს - რომელიც კოჭლობდა - შეცვლის შედეგად დაცვაში გადაადგილებები. მარკოსის ნაცვლად ანტონიო ვალენსია გამოვიდა, ამის გამო დარმიანმა ფლანგი იცვალა და მარცხნივ გადავიდა, ანტონიომ კი მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა.
ხიფათი მოვიდა დარმიანის ფლანგიდან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი წარუმატებლად ეცადა იაია ტურეზე გაკეთებული გადაცემის ჩაჭრას.
მაიკლ კერიკმა დროულად დააზღვია პარტნიორი, მაგრამ წართმევაზე ძალიან უნიათოდ ითამაშა, იაია ტურეს აგუეროზე გამიზნული პასის გაკეთება დაანება. სერხიომ დასწრებაზე ითამაშა და კარგად დაარტყა, მაგრამ ძელს გაარტყა.
ეპიზოდი უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ეფექტიანი. დე ხეა მაინც სწორ პოზიციას იკავებდა, სმოლინგმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავდამსხმელი გაენეიტრალებინა.
71-ე წუთი. აგუეროს დარტყმა
აგუეროს უფრო სახიფათო თავური დარტყმა მოგვიანებით გამოუვიდა სილვას გადაცემის შემდეგ. ამჯერად მოწინააღმდეგეს ვერ ავიწროებდა ანტონიო ვალენსია, რომელმაც აგუეროს მეკარის მოძრაობის საპირისპიროდ დარტყმის ნება მისცა. ასცდა.
მასპინძლებმა ვერც დამატებაზე ითამაშეს კარგად- ბონის ეპიზოდის დასრულების შესაძლებლობა ჰქონდა.
***
ამ ეპიზოდის შემდეგ "სიტიმ" ნამდვილი ტალღა მოაწყო და ზედიზედ სამი კუთხური ჩააწოდა. ეს გადამწყვეტი მონაკვეთი იყო: "იუნაიტედი" ბოლომდე იბრძოდა და მეტოქეს მატჩის დასრულებამდე არაფრის გაკეთების უფლება არ მისცა. ბოლო სახიფათო მომენტი დამატებულ წუთზე შედგა.
91-ე წუთი. აგუეროს დარტყმა
სერხიო აგუერომ კვლავ მოატყუა ანტონიო ვალენსია საჯარიმო მოედანში, თავდამსხმელს მხოლოდ კარში მოხვედრაღა აკლდა.
შეტევა
"სიტის" ტრავმებით დასუსტებულ დაცვას ლუი ვან გაალმა სამი სწრაფი ფეხბურთელის გამოცდა მოუწყო. მარსიალი-რეშფორდი-ლინგარდის ხაზი პირველ ყოვლისა სისწრაფეს იკრებდა. მიზანდასახული კონტრშეტევები "იუნაიტედის" მრისხანე იარაღად იქცა.
ძირითადი დატვირთვა სანიასა და დემიკელისზე მოდიოდა, რომელთაც მარსიალი და რეშფორდი ეწინააღმდეგებოდნენ. ენტონი პერიოდულად თავბრუს ახვევდა თავის მოწინააღმდეგეს თავისი ფინტებით, ხოლო რეშფორდი სისწრაფის ხარჯზე უბრალოდ გარბოდა, როგორც ეს გოლის მომენტში გააკეთა.
მე-18 წუთი. მარსიალის დარტყმა
ორი წუთის შემდეგ სავსებით შესაძლებელი იყო, ანგარიში 2-0 გამხდარიყო, მარსიალს რომ არ ეძუნწა და დარტყმის ნაცვლად პასი გაეკეთებინა. მაგრამ, მოდით, მომენტი ყურადღებით განვიხილოთ.
შეტევა იწყება სმოლინგისგან. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ღრმად არის შეწეული ლინგარდი.
პასი მას არ მისდის, მაგრამ კერიკისა და შნეიდერლინის მოკლე პასების შემდეგ დრიბლიგისთვის სწორედ მას უხმობენ.
ნახევარდაცვაში ხაზებს შორის გასვლის შემდეგ ლინგარდმა მარსიალს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც სივრცე გამოიყენა და კარში დაარტყა, თუმცა შესანიშნავი ადრესატი ჰყავდა რეშფორდის სახით, რომელიც საჯარიმოში მთელი ძალით გარბოდა. ნაკლებად ხელსაყრელი ვარიანტი იყო გადაცემა როხოზე, რომელიც საჯარიმოს კუთხეში სრულიად მარტო იმყოფებოდა.
მარსიალს კარგი დარტყმა გამოუვიდა, ჰარტმა ბურთი მის წინ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე არ გაგვიმართლა.
ეპიზოდი სრულად:
33-ე წუთი. შნეიდერლინის გადაცემა
რთულია, ყურადღება არ მივაქციოთ მომენტს მორგან შნეიდერლინის მონაწილეობით, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და შეტევას ეხმარებოდა. მორგანს მცირე სიზუსტე დააკლდა შედევრის შექმნამდე.
47-ე წუთი. დარღვევა რეშფორდზე
ყველაზე საკამათო და განხილვადი ეპიზოდი პირველი ტაიმის დამატებულ დროში შედგა. "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა შეტევის მარცხენა ფლანგზე კარუსელი დადგეს, რასაც საჯარიმოში რეშფორდის შესვლა მოჰყვა. დემიჩელისმა მოუფრთხილებლად ითამაშა კორპუსით, "სიტის" კი სავსებით შეეძლო თავის კართან პენალტი მიეღო.
***
ჯამში, ოლივერის მსაჯობა მოსალოდნელად ცუდი იყო. მსაჯმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ არათანმიმდევრულია, რაც ერთნაირი ეპიზოდების სხვადასხვაგვარად გადაწყვეტას გულისხმობს. აღვნიშნოთ, რომ ოლივერის ბრიგადის გადაწყვეტილებებმა მატჩის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
შეტევაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მარჯვენა ფლანგის სენი კვლავ აქტუალურია. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევხედავთ პირველი ტაიმის შემდეგ მოთამაშეთა საშუალო პოზიციას.
დასკვნები
რომ არა მაისურის ფერებში სხვაობა, რთულად მისახვედრი იქნებოდა, რომელი გუნდი ეკუთვნოდა "ეშმაკებს" და რომელი - "ქალაქელებს". "სიტიმ" ამ მატჩში "იუნაიტედის" ყველა სისუსტე და სენი აჩვენა. დაწყებული შეტევაში ცუდი რეალიზაციიდან, დასრულებული დაცვაში დაშვებული საშინელი შეცდომებით.
რეპორტაჟში Футбол 1-ის კომენტატორმა იური როზონოვმა განაცხადა, რომ ვან გაალმა პელეგრინი ტაქტიკურად დაჯაბნა. მოცემულ ფორმულირებას არცთუ ვეთანხმები.
როცა ერთმანეთს ხვდება ორი გუნდი, რომლებიც თამაშობენ 4-2-3-1 სქემით, ტაქტიკური კვლებების ადგილი არ არის. ყველაფერი უკვე მოფიქრებულია და მუშაობს (ან არ მუშაობის მოწინააღმდეგეზე დამოკიდებულებით), მნიშვნელობა კი მხოლოდ ორ ფაქტორს აქვს: 1) მოთამაშეთა კლასი და 2) ფეხბურთელების ურთიერთგაგების სიზუსტე.
"იუნაიტედი" ფლანგის მცველების პოზიციაზე მოწინააღმდეგეს კლასში ჩამორჩებოდა. დარმიანი და როხო (პლუს ახლახანს გამოჯანმრთელებული ვალენსია) ზღვარზე თამაშობდნენ, ამიტომაც არის ტრავმები, ამიტომაც არის გადაღლილი ფეხები და ნატანჯი სახეები საფინალო სასტვენის დროს. მათი კლასი შესამჩნევად დაბალია სილვას, ნავასის, აგუეროს კლასთან შედარებით. მაგრამ, ზღვარზე თამაშით მათ მაინც გაუძლეს და ნულზე ითამაშეს. "იუნაიტედმა" კი მარსიალი-რეშფორდი-ლინგარდის სწრაფი სამეულის ხარჯზე "სიტის" დაცვა დაამარცხა. დემიჩელისი, სანია და მანგალა უბრალოდ ვერ ეწეოდნენ "იუნაიტედის" შემტევებს. დავამატოთ ამას მოედნის ცენტრის მოგება- და გამოდის შედეგი.
შეიძლება ითქვას, რომ სქემა 4-3-2-1 მუშაობს სწრაფი ფორვარდითა და ცენტრში შნეიდერლინით, თუმცა დაცვის ფლანგებზე ნამდვილ პრობლემებს ვხედავთ. სხვათაშორის, ეს ჯერ გამართლებული მხოლოდ თანაბარი კლასის გუნდებთან არის.
ბონუსი
Good job, bro!
ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.