თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2016, 20:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3507,
კომენტარები: 5
"უფრო გამოცდილი გუნდივით ვთამაშობდით"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას.

დღეს ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული გამარჯვებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გავიდა. ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მანჩესტერული დერბი ჩვენს კალენდარში ყოველთვის წითლად არის მონიშნული. მოწინააღმდეგის სტადიონზე გამარჯვება უტკბილეს გემოს გიტოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი უფრო მეტი ბედნიერება არგუნა.

თამაში ძალიან დაძაბული იყო და ჩვენ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გამოვიყენეთ, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ვფიქრობ, უფრო გამოცდილი კოლექტივივით გამოვიყურებოდით, ვიდრე წინა მატჩებში.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ შესანიშნავი მომენტის შემდეგ მარკუსმა კვლავ აჩვენა, რომ მომავალში დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველას გვჯერა მისი, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ჯერ ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ძირითად გუნდში.

მეორე ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ მატჩის მიწურულს, როგორც ყველანი ველოდით, "სიტიმ" ანგარიშის შესაცვლელად აქტიურ ზეწოლას მიმართა. ჩვენი უპირატესობა გამოვიყენეთ და საბოლოოდ მოვიპოვეთ სამივე ქულა, რომლებიც სანაკრებო მატჩების წინ გაღიმების მიზეზს გვაძლევს. ვფიქრობ, ყველას გვაქვს შესანიშნავი მომენტით ტკბობის შესაძლებლობა.

არ მინდა, ხუთშაბათს გამართული ევროპის ლიგის მატჩი დავივიწყო, რომელიც უკანასკნელი გამოდგა ჩვენთვის ამ ტურნირზე. გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ქამბექის იმედი ნამდვილად გვქონდა. მაგრამ შესვენებამდე გაშვებულმა გოლმა ყველაფერი გაართულა. საწყენი იყო, რადგან პირველი წარუმატებელი მატჩის გამო სამაგიერო მოგვეზღო, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ჯობია წინ გავიხედოთ, მაქსიმალური რაოდენობის მატჩების მოგებას ვეცადოთ, რათა ეს განსაკუთრებული ემოციები კვლავ გამოვცადოთ. ეს სამი ქულა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლის საშუალებას გვაძლევს.

ამ ორშაბათს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს შევუერთდები, რათა რამდენიმე დღიანი ვარჯიშები გავმართო იტალიისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ. ორივე ძალიან კარგი გუნდია და ორივე მათგანს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი უკანასკნელი შანსია ევროპის ჩემპიონატამდე თამაშისა, ამიტომაც ორივე მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვილიარეალისა" და "ბარსელონას" მატჩს ვერ ვუყურე, მაგრამ წავიკითხე, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ეჭვი არ არსებობს, "ვილიარეალს" ხომ კარგი სეზონი აქვს. ამ გუნდს ევროპის ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევ, იქ კი თითოეული ესპანური კლუბი წარმატებით გამოდის.

ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მაისურების გაყიდვის ჩვენს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების გამო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. როგორც იცით, ფულს ვაგროვებდით ფონდისთვის Save the Children Ethiopia. უღრმესი მადლობა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რაღაც მსგავსის გაკეთებას ისევ ვცდილობთ.

მომდევნო ორშაბათს მოგიყვებით დროზე, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად გავატარებ, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ბიჭია, რომლებთან ერთადაც ჩემი ახალგაზრდული კარიერა დავიწყე. ძველი მეგობრები გამარჯვების იგივე სურვილით. ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა ესპანეთის ნაკრებში თამაში.

გეხვევით და სასიამოვნო კვირას გისურვებთ!

ხუანი.
მატას ბლოგი
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
21 მარტი 2016 20:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბლოგი კიარა წადი ფიზ მომზადებას მიხედე სულ რო ძირს გდიხარ პოეტია ეს ჩემისა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2016 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა თამაშიც ჩააგდო. არასტაბილურია მაგრამ უფრო მეტად ფიზიკურად უჭირს, აზრი არ აქვს ამის კლასს, ზედ უვლის ყველა
0
№3
ავტორი: chester
21 მარტი 2016 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
ES DA TAVISI BLOKEBI UNDA MOSHORDES TORE ATIANMA DA 4-2-3-1 TAQTIQAM GADAAGVARA IUNAITEDI CHVEN VCDILOBT SXVAS DAVEMSGVASOT ROCA CHVENI FEGBURTIT GULSHEMATKIVARI SIAMOVNEBAS IGEBDA :D CVETSHI :D
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 მარტი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გუნდურობა ამ თამაშში ნამდვილად იგრძნობოდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს თუ გვინდა, რომ ოთხეულში შევიდეთ winked
0
№5
ავტორი: RojoDiablo
22 მარტი 2016 14:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველგან რომ გუნდი ვიყოთ და არა უბრალოდ მორბენალი ფეხბურთელების ჯგუფი, ბევრ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ ყოველი ასეთი თამაშის მერე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრანდებთან უფრო აქვთ მოტივაცია, ვიდრე სუსტ გუნდებთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top