მორიგი ინციდენტი "იუნაიტედის" მატჩზე.
რამდენიმე დღეში ჩატარებულ უკვე მეორე მატჩში "იუნაიტედის" გულშემატკივართა მონაწილეობით ტრიბუნაზე უწესრიგობა დაფიქსირდა.
მრავალი შეტყობინების თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს "ეტიჰად სტეიუმზე" "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები მონეტებითა და სხვადასხვა ნივთებით დაესხნენ თავს.
კერძოდ, ცნობილი ჟურნალისტი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი მაიკლ კრიკი თავის "თვითერ" აქაუნთზე წერს: "ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით იმყოფებოდა, "სიტის" ფანების მიერ ნატყორცნი ერთფუნტიანი მონეტა მოხვდა სახეში. მცირე სისხლდენა ჰქონდა".
საფინალო სასტვენის შემდეგ მოწინააღმდეგე სექტორების დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა და პოლიციას გამყოფი დერეფნის გაძლიერება მოუხდა.
ასევე დაფიქსირდა, "სიტის" ფანების მხრიდან თვითმფრინავის გამოსახვის მრავალმხრივი მცდელობა- ამგვარად, ისინი მიუნხენის კატასტოფის გახსენებას ცდილობდნენ. "ცისფერების" გულშემატკივარს ისიც კი არ აკავებს, რომ 1958 წლის ტრაგედიისას დაიღუპა "სიტის"ყოფილი მეკარე ფრენკ სვიფტი, რომელმაც კლუბში 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა.
წყარო:
M.E.N.