თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2316,
კომენტარები: 11
სმოლინგი: "ჩვენ არაფერს ვიშურებდით"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის კომენტარი გამარჯვების შემდეგ.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი კრის სმოლინგი აცხადებს, რომ "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში მისმა თანაგუნდელებმა ბევრი იბრძოლეს და სამივე ქულა დაიმსახურეს.

სმოლინგმა "თვითერზე" ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 61% მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თუ კრისის თავდადება გუნდს კარის "მშრალად" შენახვაში დაეხმარა, "წითელ ეშმაკებს" სამი ქულა მარკუს რეშფორდის გოლმა მოუტანა.

"ლივერპულთან" ხუთშაბათს გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელს "სიტისთან" შეხვედრაში გადაღლილობა დაეტყო. სმოლინგი კი მოხარულია, რომ მისმა თანაგუნდელებმა ამის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლეს.

"ჩვენ ყველაფერი გავიღეთ და მივიღეთ შედეგი, რომელიც გვსურდა. ვფიქრობ, არავინ ზოგავდა თავს. მათ ბევრი კუთხური მოიპოვეს და ბევჯერ შედგა გადამწყვეტი ორთაბრძოლა. ვფიქრობ, ყველა ხედავდა, რომ ფეხბურთელები ნამდვილად შრომობდნენ.

თამაშს უმეტესად ჩვენ ვაკონტროლებდით, პირველ ტაიმში კი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ნამდვილი საგოლე მომენტები ბევრი აქ ჰქონიათ, შეხვედრის დასასრულს აგუეროს ჰქონდა საუკეთესო, დანარჩენ შემთხვევებს კი კარგად გავუმკლავდით. ისინი ვაიძულეთ, ჩვენს წინ ეთამაშათ, საპასუხოდ კი ვერაფერი მოიმოქმედეს", -
განაცხადა სმოლინგმა.

სმოლინგმა მატჩის მეათე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი და მისი პოზიციიდან გამომდინარე მუდმივად იმყოფებოდა გაძევების საფრთხის წინაშე, მაგრამ თავად კრისი აცხადებს, რომ ფრთხილად თამაშობდა.

"ვფიქრობ, ასე ნაადრევად გაფრთხილებამ მატჩის დარჩენილ ნაწილში ჩემი თამაში სარისკო გახადა. გაფრთხილება მივიღე ისეთ სიტუაციაში, რომელშიც არ იყო სავალდებულო, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გამეკეთებინა, აუცილებლად იქნებოდა- მატჩის უმეტეს ნაწილში ყვითელი ბარათის გამო ფრთხილად თამაში მომიხდა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2016 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
gushin viyavi iubilari da udidesi sachuqari gamiketes bichebma...!:) magrad gamisworda gushindeli sagamo genacvalet yvelas
0
№2
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2016 11:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აგუეროს კარგი მომენტი ჰქონდა მარა გადავრჩით. გოლი გაიტანეს და არც უცდიათ დიდად წინ წასვლა და გარისკვა, ისე არ რისკავენ ხოლმე და გოლზე ხო სერთოდ დადგებოდნენ
0
№3
ავტორი: chudikone
21 მარტი 2016 12:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზი დე ხეას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სმოლინგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: chester
21 მარტი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Rojo diabolo kai rogor arcxvenia to matchis saukutesoo aguerom atria rasac qvia atria momavali sezonidan me piradad dacvashi tu moiyvanen arvici magra filipe luishi da stounsis wkvili minda vida ferdis analogi iqneba

Sitis kalendari icit? Susti matchebi xo ar aqvs?
0
№5
ავტორი: giorgi_gio100
21 მარტი 2016 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ციტატა: chester

kai to reebs ambob ... rogor atria 1 momentshi gacda marto normalurad.danarchen shemtxvevashi idealuri iyo smolingi.. momaval sezonshi kide erti kai mewyvile unda smolins.arc ert shemtxvevashi ar unda amovardes es..ai magalitad es da varane ..es ikneba idealuri centraluri dacva evropashi..varane fizikurad dzalian dzlieri da dzalian swrafi..da esec aranakleb dzlieri.. yvelaze metad smolings ver vitandi magram saocari progresi ganicada.. chemi azrit ase unda moxdes))
0
№6
ავტორი: RojoDiablo
21 მარტი 2016 13:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: chester
Rojo diabolo kai rogor arcxvenia to matchis saukutesoo aguerom atria rasac qvia atria momavali sezonidan me piradad dacvashi tu moiyvanen arvici magra filipe luishi da stounsis wkvili minda vida ferdis analogi iqneba

Sitis kalendari icit? Susti matchebi xo ar aqvs?

მე რა შუაში ვარ, თუ ძმა ხარ? ფანებმა დაასახელეს მატჩის საუკეთესოდ, მე კი არა wink ხალხო, ჯერ გაარკვიეთ რა წერია და ისე გაგვაკრიტიკეთ რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Lee Sharpe
21 მარტი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: chester

ფელიპე ლუიში როდიდან გახდა ცენტრალური მცველი? ahahaha პრემიერლიგაშიც მაგრა გაამართლა თან, ახეხინა სკამი აზპილიკუეტამ.
ციტატა: giorgi_gio100

ვარანს და სმოლინგს ერთად არ გამოუვათ თამაში, 2ვე ერთი ტიპის მცველია, ცენტრ ბექებიდან ერთი სვიპერი და ერთი სტოპერი უნდა იყვეს, ეგრე არაა 2 ვე გისწორდებოდეს რადგან ჰაი კლასია, ბლინდს ფიზიკური მომზადება რომ არ უტრაკებდეს არავის ყიდვა არ დაგვჭირდებოდა
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 მარტი 2016 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: chester
Rojo diabolo kai rogor arcxvenia to matchis saukutesoo aguerom atria rasac qvia atria momavali sezonidan me piradad dacvashi tu moiyvanen arvici magra filipe luishi da stounsis wkvili minda vida ferdis analogi iqneba

Sitis kalendari icit? Susti matchebi xo ar aqvs?

შენ გგონია, რომ რასაც დუმბო წერს თვითონ იგონებს??? belay wink

საუკეთესო ჩემი აზრით რეშფორდი უნდა ყოფილიყო და რაც შეეხება სმოლინგს, მაგრად გადარჩა, რომ მეორე ყვითელიც არ მიიღო.
0
№9
ავტორი: chester
21 მარტი 2016 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
KAI RA YVELAM WAMAYARET :D BODISHS VIXDI BATONEBO :D AI SMOLINGI KAI MAGALI DZLIERI DA SHAVI SAQMEEBISTVIS MAGRAM VIDAS NAIRI TVINI DA DACVIS MARTAVI HO UNDA GVYAVDES BLINDMA EG VERSHEZLO.. ISE MAXSOVS SEZONIS DASAWYISHI DACVIS QEBA MAGRAM VOLSBURGTAN SWORED BLINDMA DA USWORMASWORO DACVAM GAGVASXMEVINA.. DUMBOS KIDE BODISHI ARAVISTVIS MIKADREBIA HALAMADRIDS BAZROBTQO :D
0
№10
ავტორი: giorgi_gio100
22 მარტი 2016 04:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ციტატა: Lee Sharpe
ციტატა: chester

ფელიპე ლუიში როდიდან გახდა ცენტრალური მცველი? ahahaha პრემიერლიგაშიც მაგრა გაამართლა თან, ახეხინა სკამი აზპილიკუეტამ.
ციტატა: giorgi_gio100

ვარანს და სმოლინგს ერთად არ გამოუვათ თამაში, 2ვე ერთი ტიპის მცველია, ცენტრ ბექებიდან ერთი სვიპერი და ერთი სტოპერი უნდა იყვეს, ეგრე არაა 2 ვე გისწორდებოდეს რადგან ჰაი კლასია, ბლინდს ფიზიკური მომზადება რომ არ უტრაკებდეს არავის ყიდვა არ დაგვჭირდებოდა

ravici me mainc mgonia rom egeni idealurad sheewyobian ertmanets da bolomde sheavseben.. da blindi kide kai kuaanaa. 1 tamasjs kargad itamashebs 5 tamashshi isvris..dzaan arastabiluria ravi. .
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top