თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2016, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2326,
კომენტარები: 6
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი დერბიში გამარჯვების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ლუი ვან გაალმა "ეტიჰად სტედიუმზე" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და "სქაი სპორტსს" ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა...

შედეგის შესახებ

"ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში მეორე გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ მერე ბრძოლა მოგვიხდა და გადავრჩით. ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა, მაგრამ, როცა კვირასაც თამაშობ, ეს ლოგიკურია. ვფიქრობ, ფანტასტიკური თამაში ვაჩვენეთ. იგივე შევძელით "არსენალთან", როცა ხუთშაბათის თამაშის შემდეგ დავამარცხეთ, ახლა კი "მანჩესტერ სიტისთანაც". ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ მოგება ადვილი არ არის".

რეშფორდის თამაშის შესახებ

"ის ნამდვილი თავდამსხმელია და იმიტომაც ვათამაშებ ამ პოზიციაზე, რომ გოლების გატანა შეუძლია, შეტევის უნარი აქვს და გასაქცევად სივრცეს პოულობს. ძალიან მომწონს რეშფორდი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 18 თუ 19 წლისაა, ამიტომ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრული იქნება".

პირველ ტაიმში პოტენციური პენალტის დანიშვნის შესახებ

"ეს ეპიზოდი სკამიდან დავინახე და ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ პენალტი იყო, თუმცა მსაჯს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, მას წამებში უნდა გადაეწყვიტა. ვფიქრობ, მსაჯს ვიდეომსაჯით უნდა დავეხმაროთ, 20 წლის განმავლობაში ამას ვამბობ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ფიფა-ს ახალი ხელმძღვანელობა ამაზე უნდა დაფიქრდეს, ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ვიდეომსაჯი იქნება".

ლინგარდის თამაშის შესახებ ათიანის პოზიციაზე


"დიახ, იმიტომაც დავაყენე იქ, რომ კარგად თამაშობდა, მაგრამ ხანდახან მჭირდება მარჯვენა ვინგერი, რომელიც სწრაფია. ეს მოწინააღმდეგესა და სათამაშო გეგმაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ჯესი უფრო ნახევარმცველია, ვიდრე მარჯვენა ვინგერი. იქ ორჯერ ითამაშა კარგად".

გუნდური სულისკვეთებისა და სეზონის დარჩენილი ნაწილის შესახებ

"როცა გასახდელ ოთახს ვუყურებ, მგონია, რომ ეს შედეგი ბიძგსა და რწმენას მოგვცემს. ამის დანახვა ფანტასტიკური იყო. რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში ვიბრძვით, მაგრამ ახლა დიდ შედეგს მივაღწიეთ და ეს მოხდა აქ "იუნაიტედის" ბოლო გამარჯვებიდან დიდი ხნის შემდეგ, ასე რომ, გულშემატკივრები ბედნიერები არიან. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. საშინაო მატჩები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გასვლითი. "ოლდ ტრაფორდზე" ბევრს არ ვაგებთ და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც გვაქვს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 მარტი 2016 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ ჩემპიონების ლიგაო, ახლა ვიდეომსაჯიო wink

შენ მაგ დროს მაინც აღარ იქნები ფეხბურთში და რაღა აზრი აქვს შენთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: I L C
21 მარტი 2016 00:06
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ისე ფერგი ლიგასაც როიგებდა სულ უკმაყოფილო იყო მაინც გუნდის თამაშით და ეს სულ ბედნიერია. მართალია
უმნიშვნელოვანესი თამაში მოვოგეთ მაგრამ ყველამ ვიცით რომ მანჩესტერი ართამაშობს ისეთ ფეხბურთს როგორზეც ეს ლაპარაკობს.

მარა მაინც საღოლ იცის გრანდებს როგორ მოუგოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2016 00:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდი მარსიალის სტილი უფროა, ესეთ მატჩებში უფრო მეტს გააკეთებენ ორივე სადაც სივრცეები მეტია. ცენტრფორვარდი მხოლოდ კინი გვყავს და ეგეც 40 წლისაა და ისევ რეზერვებშია ან ტრავმა აქვს ხოლმე winked

მარსიალი-რეშფორდის დუეტს აქვს ალბათ მომავალი
0
№4
ავტორი: Iunaitedi
21 მარტი 2016 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Xo grandebtan icis vangaalma ra dziritadi da shemdeg romeli fexburtelebi unda shecvalos. Dges momewona valensia ro sheiyvana basti da fosu mensac. Ianuzais velodebodi me ro sheiyvanda mara mainc kaia. Shemdegi evertonia.
0
№5
ავტორი: temo1
21 მარტი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
საღოლ ვან გაალ
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 მარტი 2016 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასე თუ ისე მთლიანობაში კარგი თამაში იყო, თუმცა მთავარია ამ გამარჯვებას კიდევ მოყვეს ესეთი გამარჯვებები, მაგრამ იმდენად არაპროგნოზირებადი გუნდი ვართ, რომ სიტის თუ გასვლაზე დავამარცხებთ შეიძლება ევერტონთან სახში წავაგოთ areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top