დღეს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "სიტიმ" "თანაქალაქელ "იუნაიტედს" უმასპინძლა საშინაო არენაზე. ვან გაალის გუნდმა უმნიშვნოვანესი გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი "იუნაიტედის" ახალაგზრდა ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გაიტანა. ამ გოლით ინგლისელმა მორიგი რეკორდი დაამხო, ახალგაზრდა ფეხბურთელმა უეინ რუნის შედეგს აჯობა და 18 წლისა და 141 დღის ასაკში მანჩესტერულ დერბიში გაიტანა გოლი.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1
გოლი: რეშფორდი (16') გაფრთხილებები: სმოლინგი, მანგალა სტადიონი: ETIHAD Stadium, მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 31-ე ტური მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი