ზაფხულში, კლუბ "ვიტესიდან" შეძენილმა ალექსანდრ ბიუნტნერმა სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებით, 90 წუთი ითამაშა შაბათს გამართულ მატჩში "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ FA Cup–ზე.
ბიუნტნერი ერთხელ ინგლისის პრემიერ ლიგაზეც გამოჩნდა და გოლიც კი გაუტანა "უიგანს", სამჯერ ევროპულ ჩემპიონატზეც გამოვიდა და ორჯერ Capital One Cup–ზეც ვიხილეთ მისი თამაში.
მას შემდეგ, რაც ის შეიძინის, როგორც პატრის ევრას შემცვლელი, მცველმა უკვე აღიარა, რომ ძალიან კმაყოფილია მისი პირველი თვით "მანჩესტერ იუნაიტედში".
"ალექსანდრმა კარგი დასაწყისი აიღო." – ახლახანს განუცხადა ვან ნისტერლოიმ ManUtd.com–ს – "მას სჭირდება უფრო მეტი დრო, რომ ჩამოყალიბდეს საუკეთესო მოთამაშედ"
"მან, ჩემპიონთა ლიგის თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მისთვის, ოცნება ასრულდა. მას აქვს კარგი შესაძლებლობები და მისთვის მეტი გამოცდილების დაგროვებაა საჭირო."