პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: ETIHAD Stadium, მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 31-ე ტური
თარიღი: კვირა, 20 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ სიტი"
ტრავმირებულები: კომპანი, ოტამენდი, დე ბრუინე, დელფი, ნასრი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Hart, Caballero, Sagna, Zabaleta, Otamendi, Mangala, Demichelis, Kolarov, Clichy, Toure, Fernando, Fernandinho, Sterling, Silva, Navas, M Garcia, Aguero, Bony, Iheanacho.
"სიტიმ" გაკარგა თავისი კაპიტანი ვენსან კომპანი, რომელსაც კიევის "დინამოსთან" შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩში ტრავმის რეციდივი აღმოაჩნდა. საეჭვოა მატჩში ნიკოლას ოტამენდის მონაწილეობა. ნახევარმცველები დე ბრუინე, დელფი და ნასრი დაბრუნებასთან ახლოს არიან, მაგრამ მოედანს სავარაუდოდ, მხოლოდ სანაკრებო მატჩების დროს დაუბრუნდებიან.[/center]
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, რუნი, უ.კინი, ლავი, ფ.ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა, იანგი, ბორტუიკ-ჯექსონი
განაცხადი: De Gea, Romero, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, McNair, Borthwick-Jackson, Williams, Fosu-Mensah, Blind, Smalling, Schneiderlin, Schweinsteiger, Herrera, Fellaini, Carrick, Weir, Mata, Young, Lingard, Depay, Martial, Rashford.
"იუნაიტედის" შემადგენლობაში საეჭვოა ანდერ ერერას გამოჩენა, რომელმაც "ლივერპულთან" ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვა. ეშლი იანგი და ბორტუიკ-ჯექსონი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მათი თამაში კვლავ საეჭვოდ რჩება. შემადგენლობას უბრუნდებიან მხოლოდ ადნან იანუზაი და ფოსუ-მენსა, რომლებმაც ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვეს.
"მანჩესტერ სიტი"
მე-4 ადგილი, 51 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-წ-წ-მ-ფ
"ქალაქელებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს- 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.
სახლში ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან სამში "სიტიმ" 4 გოლი გაიტანა, ხოლო დანარჩენ სამში მხოლოდ ორჯერ.
მანუელ პელეგრინის გუნდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ საშინაო მატჩებში 39 გოლი გაიტანა- 10 გოლით მეტი, ვიდრე ამ ტურის წინ ნებისმიერ სხვა გუნდს ჰქონდა გატანილი.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ "სიტიმ" 51 გოლი გაიტანა- ეს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გუნდის ყველაზე დაბალი შედეგია.
დაგროვილი 51 ქულიდან 42 ქულა (82%) "სიტიმ" სატურნირო ცხრილის დაბალ საფეხურზე მდგომი გუნდების წინააღმდეგ აიღო.
მანუელ პელეგრინი, შესაძლოა, გახდეს "სიტის" პირველი მწვრთნელი, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით 4 გამარჯვებას მოიპოვებს მანჩესტერულ დერბიში.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 47 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-წ-მ-მ-წ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო რვა გასვლით შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა- 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ სიტი"
წამყვანი ბომბარდირები: აგუერო - 21 გოლი (16 ლიგაში)
სერხიო აგუერომ "ეტიჰად სტედიუმზე" გამართულ ბოლო რვა მატჩში 11 გოლი გაიტანა.
არგენტინელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს "იუნაიტედის" კარში გატანილი უფრო მეტი გოლი- ლეს ფერდინანდი, ტიერი ანრი, სტივენ ჯერარდი და ფაულერი- 8 გოლი, ხოლო შირერი- 10 გოლი.
აგუეროს ერთი გოლი აშორებს რუნისთან მანჩესტერული დერბის საუკეთესო ბომბარდირის წოდების გაყოფამდე. თუ სერხიო გოლის გატანას მოახერხებს, თავის მერვე გოლს გაიტანს "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ რვა მატჩში, ხოლო რუნის იგივე შედეგის მისაღწევად 16 მატჩი დასჭირდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში)მიმდინარე სეზონში მხოლოდ უეინ რუნიმ მიიღო მონაწილეობა "იუნაიტედის" უფრო მეტ (18) გოლში, ვიდრე ენტონი მარსიალმა (16).
მარკუს რეშფორდმა გუნდის ბოლო 4 გოლიდან სამში უშუალო მონაწილეობა მიიღო- 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ურთიერთშეხვედრები
მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით 169-ჯერ შეხვდნენ. "სიტის" ანგარიშზე 49 მოგება ირიცხება, ხოლო "იუნაიტედის" ანგარიშზე 69. 51 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ სიტიმ" "იუნაიტედთან" გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოიგო, თუმცა ბოლო ორ მატჩში გამარჯვებას ვერ ახერხებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ეტიჰადზე" ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო- 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.
"წითელ ეშმაკებს" "სიტისთან" ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი 1955 წლის შემდეგ არ წაუგია - მაშინ "იუნაიტედი" ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა.
"მანჩესტერ სიტი" "იუნაიტედზე" თავისი 50-ე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
პირველი წრის შეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ ორი დარტყმა განახორციელეს კარში, შეხვედრა 0-0 დასრულდა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
საგოლე პოზიციები
საერთო გოლების რაოდენობა
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
\
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "სიტი" - 43 მოგება,
"იუნაიტედი" - 60 მოგება, ფრე - 50.
პრემიერ-ლიგა "სიტი" - 11 მოგება,
"იუნაიტედი" - 19 მოგება, ფრე - 7.
"მანჩესტერ სიტის" სტადიონი"
ლიგა: "სიტი" - 25 მოგება.
"იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "სიტი" - 7 მოგება.
"იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"მანჩესტერ სიტი" 1 -0
"მანჩესტერ იუნაიტედი"2 ნოემბერი, 2014 წელი.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი.
გოლი "სიტის" შემადგენლობაში: აგუერო 63'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი განსაჯა, 100 ყვითელი და 8 წითელი ბარათი უჩვენა.
გვერდითი მსაჯები: ჯონ ბრუქსი, გერი ბესუიკი.
სათადარიგო არბიტრი: ანდრე მარინერი