"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას "ეტიჰად სტედიუმზე" "მანჩესტერ სიტის" ეწვევა და გამართავს შეხვედრას, რომელსაც დიდი გავლენა ექნება ოთხეულში მოხვედრაზე.
ლუი ვან გაალმა დაპირისპირების წინ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და მატჩის შესახებ ისაუბრა.
ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ მთავარი მწვრთნელი დერბის მნიშვნელობას აცნობიერებს.
"ფეხბურთელები უკვე იღდგენენ ძალას, იღებენ ყინულის აბაზანას და ა.შ. მატჩებს შორის ვერ ვივარჯიშებთ. ფეხბურთელები უკვე სამი თუ ორი კვირაა არ მივარჯიშებია. მხოლოდ სათადარიგოებს ვავარჯიშებ და ამის ხარჯზე ანტონიო ვალენსიამ "ლივერპულთან" 45 წუთი ითამაშა, ეს მაქსიმუმი სათამაშო დრო იყო მისთვის. "ლივერპულთან" პირველ ტაიმში ვერ გავაკეთებდი ცვლილებას, რადგან შეიძლებოდა, დამატებით დროში გადასულიყო მატჩი. ყოველთვის ასეთი პრობლემების გადაჭრა მიწევს.
როგორია ჩემი მიდგომა? ჩვეულებრივ, ერთნაირი სტილით ვთამაშობთ და ზეწოლის მოხდენას ერთნაირად ვცდილობთ. თუმცა, ეს დამოკიდებულია მოწინააღმდეგის დონეზე, როგორც ეს "ლივერპულთან" ნახეთ.
"სიტის" დაცვა უნდა ავრიოთ. ვიცით, რომ ოტამენდი და კომპანი ვერ ითამაშებენ, ამიტომ მანგალასა და დემიკელისის გამოსვლას ველოდებით, ამგვარად, ამის ანალიზირება, "სიტის" ანალიზირება მოგვიწევს.
ვიცი, როგორც თამაშობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უნდა მოვახდინოთ მათი ანალიზირება. უმჯობესი იქნება, დღევანდელი გადმოსახედიდან, "სიტის" ანალიზირება. ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად დავჯდები და სათამაშო გეგმას განვიხილავთ.
დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რომელი მოთამაშეა მზად სათამაშოდ. როცა ეთამაშები "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ რამდენიმე დღეში "სიტის", უნდა მოიცადო და ნახო, ვინ არიან ხელმისაწვდომნი და სწორედ ეს ახდენს გავლენას ჩემს სათამაშო გეგმაზე, რადგან ჩემს სტილს ჩემი ფეხბურთელები განაპირობებენ. მწვრთნელობა ასეთი ადვილი არ არის".