უეინ რუნის მოქმედი რეკორდის დამხობა "იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელს შეუძლია.
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გამართული შეხვედრები ბოლო 20 წლის განმავლობაში არა მარტო დაძაბული და სანახაობრივი, არამედ ისტორიული მოვლენით დატვირთულიც იყო.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანი ჯერ კიდევ რჩება დერბის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად პრემიერ ლიგის ისტორიაში. უეინ რუნიმ 19 წლისა და 112 დღის ასაკში 2005 წელს "ეტიჰად სტედიუმზე" მოპოვებულ 2-0 გამარჯვებაში გამოიჩინა თავი.
რუნის რეკორდის უკვე 10 წელზე მეტია არავის გამოსდის, მაგრამ თუ კვირას "სიტისთან" მატჩში გოლს გაიტანს მარკუს რეშფორდი, რომელიც იმ დროისათვის 18 წლისა და 141 დღისა იქნება, სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება დერბის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი.
მანჩესტერულ დერბიში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორთა ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1) უეინ რუნი - 19 წელი, 112 დღე - პრემიერ ლიგის ისტორიაში დერბის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი.
2) პოლ სქოულზი - 20 წელი, 332 დღე - 1995 წლის ოქტომბერში "სიტის" გამარჯვების გოლი გაუტანა.
3) კრიშტიანუ რონალდუ - 21 წელი, 307 დღე - 2006 წლის დეკემბერში დერბიში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
4) როი კინი - 22 წელი, 89 დღე - 1993 წელს 3-2 "ქამბექით" მოგებულ შეხვედრაში პრემიერ ლიგის დერბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
5) რაიან გიგზი - 22 წელი, 128 დღე - 1991 წელს გიგზმა "სიტის" პირველად გაუტანა, თუმცა ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე ის პრემიერ ლიგის ეგიდით 1996 წელს გამართულ დერბიში გატანილ გოლს აღნიშნავს.