თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2016, 14:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1392,
კომენტარები: 0
5 ეშმაკი, რომლისთვისაც სულერთი არ არის
ფეხბურთელები, რომლებიც გუშინდელ მატჩში "იუნაიტედისთვის" ირჯებოდნენ, მხოლოდ ვან გაალის ბლოკნოტში მოხვდნენ.
5 ეშმაკი, რომლისთვისაც სულერთი არ არის
წარმოგიდგენთ სტატიტას, რომელშიც მოგითხრობთ "იუნაიტედის" 5 მთავარ პერსონაჟზე, რომლებიც "ლივერპულთან" მატჩში გუნდისთვის ნამდვილად იბრძოდნენ.

დავიდ დე ხეა:

ესპანელი კიპერისთვის ეს მატჩი ძალიან რთული იყო. "იუნაიტედის" დაცვის ხაზი ძალიან გულგრილად და ზედაპირულად თამაშობდა. "ლივერპულის" ნებისმიერი გოლი კი ავტომატურად ინტრიგას დამარხავდა. ესპანელს ნდობისა და თავდაჯერებულობის სტრესით იყო გახვეული, თუმცა გამოსვლით ბევრი შეტევა ჩაშალა. არ უნდა დავივიწყოთ შეძახილები, რომლითაც დავიდი პარტნიორებს ამხნევებდა. მან მოახერხა იმ შეტევაში მონაწილეობის მიღება, რომლის საშუალებით "იუნაიტედმა" თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა– ეს ყველაფერი დე ხეას სეივის შემდეგ მოხდა.

განსაკუთრებით შეურაწხმყოფელი უნდა იყოს დავიდის შეცდომა, ყველაზე საჭირო მომენტში. უნდა აღინიშნოს კოუტინიო, რომელმაც პირველი ტაიმის დასრულებამდე ვარელა მართლაც გაანადგურა და ესპანელი კიპერი არასწორი პოზიციის დაკავების გამო დასაჯა, მაგრამ დავიდი შორს იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც გოლის შემდეგ "იუნაიტედის" წარმატებაში ეჭვი არ შეეპარათ. მეორე ტაიმში, მან რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა და ფერგი–ტაიმი ბოლომდე შეინახა.

მარუან ფელაინი:

ბელგიელი ბინძური ფეხბურთის გამო სძულთ. "ლივერპულთან" მატჩში, "იუნაიტედის" ნახევარმცველმა საკუთარ პრინციპებს არ გადაუხვია და საჰაერო ორთაბრძოლებსა თუ დუელებში ხელებს დაუზოგავად აქნევდა. ჯერ კიდევ მე–11 წუთზე მარუანმა ლოვრენს იდაყვი ჩაარტყა, თუმცა ამის გამო რეფერისგან ყვითელი ბარათი არ მიუღია. დაახლოებით 1 საათში, კი მარუანმა მსაჯის მიერ დანდობის მიუხედავად ხორვატს კვლავ უთავაზა.

თუმცა, უხეში თამაშის გამო არც თუ ისე ცუდი მატჩი გაქრა. ფელაინიმ მოედანზე დაახლოებით 12 კილომეტრი ირბინა. პირველ ტაიმში, მარუანი ორთაბრძოლებში საკუთარი წესებიდან არ უხვევდა, მაგრამ მეორე ტაიმში უხეში მოთამაშე მინიოლეს კარში ერთადერთ დამრტყმელად იქცა.

მარკუს რეშფორდი:

ახალგაზრდა ფორვარდი, "ლივერპულის" წინააღმდეგ "იუნაიტედს" შემადგენლობაში ორივეჯერ მოხვდა. "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში, ვან გაალმა რეშფორდი პირვეი ტაიმის შემდეგ შეცვალა, თუმცა ეს იმ აბსურდული ფილოსოფიის ნაწილი არ გახლდათ. მარკუსი მუდამ ბურთის მოლოდინში იყო და დრიბლინგს უყოყმანოდ ასრულებდა. მან საკუთარი დრიბლინგით "ლივერპულის" დაცვას დიდი პრობლემები გაუჩინა. ერთ-ერთი ასეთი მომენტი, სწორედ თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი იყო.

პირველი 15 წუთის შემდეგ რეშფორდი დაუზოგავად და უყოყმანოდ მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ. მთლიანდი მატჩის გადასახედიდან ამით არაფერი გამოვიდა, მაგრამ "იუნაიტედის" მარცხში ახალგაზრდა ფორვარდის დადანაშაულება დიდი სისულელე იქნება და ამაში მას დიდი წვლილი ყველაზე ნაკლებად მიუძღვის.

რიან გიგზი:

მინდა დავიჯერო, რომ ვან გაალმა საკუთარ ბლოკნოტში მხოლოდ მატჩის დეტალები, პრობლემები და არა სხვა სისულელეები ჩაინიშნა, მაგრამ მისი საქციელის ფონზე ეს საშინლად ჩანდა. "ოლდ ტრაფორდი" გიგზის მიმართ მთელი მატჩის განმავლობაში ოვაციებს და აპლოდისმენტებს არ იშურებდა, რადგან ის მთავარი მწვრთნელის მაგივრად ტექნიკურ ზონაში ფინალურ სასტვენამდე თვითონ იდგა. რაიანს ნამდვილად რცხვენოდა, რადგან ის არის ლეგენდა.

ენტონი მარსიალი

არ შეიძლება მატჩის გმირებზე ვისაუბროთ და ამ საუბარში ენტონი მარსიალი გამოვტოვოთ. ახალგაზრდა ფრანგი, "ლივერპულთან" განმეორებით მატჩში მართლაც შესაიშნავად გამოიყურებოდა. მისი "ტრიუკები", დრიბლინგი და ოსტატობა მართლაც შესამჩნევია. სწორედ მისი დრიბლინგის წყალობით მოიპოვა "იუნაიტედმა" თერთმეტმეტრიანი, რომელიც "ეშმაკთა" ცხრიანმა გოლად გარდასახა და გუნდის გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთელების გულებში მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალიან დიდი შანსი და იმედი მეტად გაუღვივა.
---
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top