ევროპის ლიგის შეხვედრა ჩხუბით დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის ევროპის ლიგის ეგიდით გამართული მატჩი გულშემატკივართა ჩხუბით დასრულდა.
იურგენ კლოპის გუნდმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3-1 დაამარცხა, საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივარმა უკმაყოფილება აგრესიით გამოხატა.
მატჩის მიწირულს East Stand-ზე ჩხუბი ატყდა, რისი გამოწვევი მიზეზიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო "ლივერპულის" ერთი მუჭა გულშემატკივართა საქციელი- ერთ-ერთმა ქომაგმა "ლივერპულის" დროშა გაშალა მასპინძელ გულშემატკივართა წინაშე.
ამით გაღიზიანებულმა "წითელმა არმიამ" ჩხუბი ატეხა, სხვა სექტორზე მყოფმა "ლივერპულის" გულშემატკივრებმა კი სკამების სროლა დაიწყეს, რომელთაგან ერთ-ერთი დავიდ დე ხეას კართან დაეცა, მაგრამ მეკარე ამ დროს უკვე გასახდელში იმყოფებოდა.
მოვლენის თვითმხილველი ჯეიმს პირსი აცხადებს:
"ლივერპულის" დაახლოებით 12 ფანი გადავიდა "იუნაიტედის" მზარეს და გაშალ "ლივერპულის" ბანერი, "იუნაიტედის" გულშემატკივარი კი ამაზე გაცხარდა.
სანამ საქმეში პოლიცია და სტიუარდები ჩაერეოდნენ, საგნების სროლა ატყდა.
სანამ ჩხუბი მიმდინარეობდა, "ლივერპულის" გულშემატკივარი ამღერდა მიუხენზე, რითაც 1958 წლის კატასტროფას ახსენებდნენ.
თავის მხრივ კი "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ჰილსბოროს ტრაგედია გაიხსენა მანამდე და ასევე ამღერდა".მანჩესტერის პოლიციამ "ოლდ ტრაფორდზე" ხუთი ადამიანი დააპატიმრა.
მატჩის კომანდერმა ჯიმ ლიგეტმა განაცხადა:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩზე პოლიციის საქმიანობა უკვე დასრულდა და ახლა მიმდინარეობს გამოძიება ფაქტისა, რომელიც მატჩის მიწურულს მოხდა.
ხუთი ადამიანი დავაპატიმრეთ, თუმცა გულშემატკივართა ძირითადი ნაწილი იდეალურად იქცეოდა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის"."მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩის ევროპის ლიგაზე ასევე არასასიამოვნო ფაქტით დაიწყო, რამეთუ "იუნაიტედის" გულშემატკივარი სტუმრებს მიესალმა ბანერით "მკვლელები".
ბანერი "ოლდ ტრაფორდიდან" რამდენიმე მილის დაშორებით "სოლფორდში" ხიდზე გამოჩნდა, ეს გზა კი "ლივერპულის" ფანებს აუცილებლად უნდა გაევლოთ.
ბანერზე ასევე წარწერილი იყო თარიღი ჰილსბოროს ტრაგედიისა, რომელშიც "ლივერპულის" 96 გულშემატკივარი დაიღუპა.
მანჩესტერის პოლიციამ "თვითერზე" განცხადება გააკეთა:
"პოლიციამ შეიტყო ბანერის შესახებ, რომელიც M602-ზე ეკიდა. ოფიცრებმა დაუყოვნებლივ ჩამოხსნენს ბანერი".