თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2016, 15:00
ავტორი: Memphis_Depay,
ნანახია: 4124,
კომენტარები: 13
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება
"იუნაიტედის" პოტენციური მწვრთნელის პოტენციური სამიზნეები
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება
გავლენიანი გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მანჩესტერი სეზონის ბოლოს ვან გაალს გამოეთხოვება და ივლისში ჟოზე მოურინიო "წითელი ეშმაკების'' თავკაცი გახდება. რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა მედიამ უკვე დაიწყო იმ ფეხბურთელების დასახელება, რომლის მოყვანაც პორტუგალიელ სპეციალისტს აქვს განზარხული:

1.რომელუ ლუკაკუ
პოზიცია:ცენტრფორვარდი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

რომელუ ლუკაკუს ჩელსიდან გაშვება,სწორედ ჟოზეს სახელს უკავშირდება.თუმცა ფორვარდის მიერ ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ის პორტუგალიელი მწვრთნელის ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

2.ლუკას მოურა
პოზიცია:მარჯვენა/მარცხენა ვინგერი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

ანხელ დი მარიას პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ლუკას მოურას სათამაშო დრო კიდევ უფრო მცირდება და ბრაზილიელ ვინგერს სურს კლუბი შეიცვალოს. ცნობილია, რომ ჟოზე პარიზში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ლუკასის თამაშს აკვირდებოდა.

3.ფელიპე ანდერსონი
პოზიცია:შემტევი ნახევარმცველი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

მიმდინარე სეზონში "ლაციოს" თავკაცმა დაადასტურა კიდეც, რომ ანდერსონი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებდა, თუმცა რამდენიმე საათში, ეს ინფორმაცია "ლაციოს" მფლობელებმა უარყვეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ედ ვუდვორდი მის ყიდვას არ შეეცდება. დიდი ალბათობით, ნახევარმცველს "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილავთ.

4.ჯონ სტოუნსი
პოზიცია:ცენტრალური მცველი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

ჯერ კიდევ "ჩელსის" თავკაცობის პერიოდში, ჟოზე არ მალავდა სიმპატიას ინგლისელი მცველის მიმართ. "ევერტონის" დაცვის ლიდერი ახალგაზრდა და სტაბილურია. ამასთან "მანჩესტერი" ცენტრალური მცველების ნაკლებობას დიდი ხანია განიცდის და რაღა თქმა უნდა, ჟოზე ამ პოზიციის გაძლიერებას აუცილებლად ეცდება.

5.ემერიკ ლაპორტი
პოზიცია:ცენტრალური ცმველი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

ლაპორტი უკვე დიდი ხანია ვუდვორდის სამიზნეა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი სტაბილურად და დამაჯერებლად ასპარეზობს ლა ლიგაში. თუმცა თავად ჟოზეს მის მიმართ ინტერესი არასდროს გამოუხატავს.

6.ზლატან იბრაჰიმოვიჩი
პოზიცია:ცენტრფორვარდი
ვის მოიყვანს ჟოზე, თუ მწვრთნელად დაინიშნება

შვედმა ფორვარდმა უკვე დაადასტურა, რომ ზაფხულში პარიზს დატოვებს. პრესა აქტიურად აშუქებს,რომ ზლატანს ძალების მოსინჯვა პრემიერ ლიგაში სურს, ამიტომ იგი უკვე დაუკავშირეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის". მისივე თქმით, მას ძალიან სურს ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა. თუმცა შვედი ფორვარდის გადმოსვლა შეიძლება მისმა ასაკმა შეაფერხოს (ზლატანი 34 წლისაა).

თუ ჟოზე მოურინიო ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება, ტრანსფერები აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან პორტუგალიელი სპეციალისტი ახალგაზრდებთან კარგი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა და უყვარს მზა პროდუქციის მიღება.
ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: WAYNE Elashvili
19 მარტი 2016 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
love
0
№2
ავტორი: s.a.b.a
19 მარტი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ზლატინი და ლუკაკო მევასა
0
№3
ავტორი: zurazura
19 მარტი 2016 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
Araaa cudi azri
0
№4
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2016 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ევროტუნირის საგზურზე იქნბა ბევრ რამე დამოკიდებული
არამგონია 200 მლნ გმოუყონ თუ ვერგავიდა გუნდი ინიმუმ ეევროპაზე ან ვინმემ ისურვოს გადმოსვლა
0
№5
ავტორი: Number 0
19 მარტი 2016 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ფილპე ხო უკვე გვყავს wink
0
№6
ავტორი: MUfan#1
19 მარტი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
აქედან ყველაზე მეტად ლუკაკუ მინდა, მაგრამ არამგონია მაგას მოუსთან უნდოდეს დაბრუნება
0
№7
ავტორი: Depay 7
19 მარტი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ლუკასი და ლაპორტე იდიალური იქნება ჩვენთვის. ლუკაკუც მაგრად გვჭირდება მარა არამგონა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2016 21:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლუკაკუ და მოურა იქნება იდეალური ალბათ

ზლატანზე უფრო მეტი იწერება და თუ დაითრევენ გაასწორებს. მთავარია არსენალშია რ წავიდეს
0
№9
ავტორი: Iunaitedi
19 მარტი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Aqedan yvelaze dzaan jozefina gvjirdeba albat :D lukasi an ibra gvjirdeba uejveli erterti.
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მარტი 2016 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ მოურინიო მოვიდეს და ვის მოიყვანს ეგ უკვე სხვა თემაა. ფეხბურთელების ყიდვაზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი. მთავარია მწვრთნელი შევცვალოთ!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top