"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებისგან მიწვევა მიიღო.
18 წლის ფორვარდი "წითელი ეშმაკების" რიგებში გასულ თვეში გამოჩნდა და პირველ ორ შეხვედრაში ორჯერ შეასრულა დუბლი, მას შემდეგ კი ძირითადი შემადგენლობის რეგულარულ წევრად ითვლება.
საკმაოდ დამაჯერებელი ასპარეზობის შედეგად, რეშფორდმა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო და 27 მარტს კანადაში გუნდთან ერთად ჩაფრინდება.
ინგლისის ძირითადი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეშფორდის გამოძახებას თვითონაც არ გამორიცხავდა, მაგრამ ახლა უკვე საბოლოოდ ცნობილია, რომ "სამ ლომთა" რიგებში რეშფორდის დებიუტი უახლოეს დღეებში არ შედგება.
ახალგაზრდა ინგლისელი აქამდე ინგლისის 16 და 18-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი იყო.