ლუი ვან გაალმა თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, "ლივერპულთან" წარმატების მიღწევის ირწმუნონ.
ჰოლანდიელი მწვრთნელი მომდევნო მატჩს დიდ გამოწვევას უწოდებს და ფიქრობს, რომ სავალდებულო არ არის, გუნდმა დავალებას 90 წუთში გაართვას თავი.
"გამოწვევა "ლივერპულის" დამარცხებაში მდგომარეობს და თანაც ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრაში. ეს დიდი გამოწვევაა.
უნდა გვჯეროდეს, რწმენა კი ფეხბურთელებით იწყება. მოედანზე ისინი ახდენენ დიდ გავლენას, მათ კი მხოლოდ გამარჯვებაზე ვესაუბრე და ამის უნდა ვირწმუნოთ.
ზეწოლა იმით არის განპირობებული, რომ "ლივერპულთან" 2-0 წავაგეთ. "მანჩესტერ იუნაიტედის", ფეხბურთელებს და მეც გვინდა მომდევნო რაუნდში გასვლა, ეს არის ზეწოლა და გამოწვევაც. ფეხბურთელებისთვის უდიდესი გამოწვევაა.
მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ "ლივერპული" უნდა დავამარცხოთ - და დავამარცხოთ 2-0, არათუ 3-0, რადგან ამის გაკეთება დამატებით დროშიც შეგვიძლია. ნორმალურ დროში მათი 2-0 დამარცხება შეგვიძლია, მომდევნო რაუნდში გასვლა კი დამატებით დროში. ეს არის ჩვენი მიზანი. თუ ამას მოვახერხებთ 2-ბურთიანი სხვაობით და გოლის გაშვების გარეშე, ფანტასტიკური იქნება.
ამ სეზონში გოლები უკვე გავიტანეთ, ე.ი. შესაძლებელია. ჩვენ გოლების გაშვებაზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ გატანაზე. წინა რაუნდში "მიდტიულანდთან" უკვე გავიტანეთ", - განაცხადა ვან გაალმა.
"ლივერპულმა" პირველ მატჩში "იუნაიტედი" დაჯაბნა თამაშის სილამაზითაც და ანგარიშშიც. ვან გაალი ფიქრობს, რომ ამის გამეორება დაუშვებელია. "ვერ იტყვი, რომ "ენფილდზე" პირველი ტაიმი ჩვენი იყო. უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავიმარჯვებთ.
ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, მოთამაშეთა განწყობა კი სულ სხვასგვარი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ საუკეთესო მიდგომა იქნება, რაც "ლივერპულის" დასამარცხებლად მოტივირებას შეუწყობს ხელს".
როცა ჰკითხეს, "ოლდ ტრაფორდზე" მისი გუნდის რომელიმე თამაშს თუ გაიხსენებდა ისეთს, რომლის "ლივერპულთან" ჩვენებასაც ისურვებდა, ვან გაალმა უპასუხა:
"მატჩების შედარება არ შეიძლება. ეს სხვა შეხვედრაა და "ლივერპულზეც" არის დამოკიდებული. თუმცა ჩვენ ვიწყებთ 0-0 ანგარიშით და ვიცით, რომ ორი გოლი გვაქვს გასატანი.
"ლივერპულისთვისაც" სხვა თამაში იქნება და ისინი ამას ნახავენ".