თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2016, 21:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 6
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ჯერ ძალიან ადრეა ბასტიან შვაინშტაიგერის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება, ამიტომ გერმანელი "ლივერპულთან" მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

ორთვიანი პაუზის შემდეგ ნახევარმცველი "ლივერპულთან" ევროპის ლიგის პირველ მატჩში დაუბრუნდა მოედანს, თავისი მეორე შეხვედრა კი ინგლისის თასზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარა.

მას შემდეგ, რაც ვან გაალმა დაადასტურა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, ასევე განაცხადა, რომ ეშლი იანგი და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი "ლივერპულთან" მატჩის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა განაახლა ვარჯიში. მზად არ არის ანტონიო ვალენსიაც, რომელმაც 21-წლამდელთა გუნდში გასულ კვირაში ითამაშა.

"ისინი ახლა ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ერთი ან ორი სავარჯიშო სესია. მაგალითად, იანგი და ვალენსია რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ თამაშს, ამიტომაც არ არის ადვილი დაბრუნება და ამ დონის რიტმთან ადაპტირება.

დიახ, მათთვის ჯერ ძალიან ადრეა. სასტარტო შემადგენლობაში დაყენება ჯერ ადრეა შვაინშტაიგერისთვისაც. მან ითამაშა ორჯერ, 10 და 15 წუთი, იქნებ, 45 ან 30 წუთი ითამაშოს, მოედანზე შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა, ვეცდები. "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" მატჩში მან უდიდესი გავლენა მოახდინა და ვფიქრობ, გოლშიც მიუძღვის წვლილი. მაგრამ, ჰო, უნდა გავითვალისწინო ის ფაქტი, რომ ტრავმირებულები არიან, ამჟამად არ დაბრუნებულან, მხოლოდ ერთი სავარჯიშო სესია ჩაატარეს ჩვენთან ერთად",
- განაცხადა მწვრთნელმა.

ლუკ შოუ, ფილ ჯონსი, უილ კინი და უეინ რუნი დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნებას გეგმავს.

თავის პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ასევე დაამატა: "ეშლი იანგი ორი კვირაა უქმობს, ბორტუიკ-ჯექსონი კი სხვა თემაა. ის სამი კვირა ვერ ახერხებდა თამაშს, ე.ი. განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია ტრავმის შემდეგ დაბრუნება და მაგალითად მომყავს მარკოს როხო, რომელიც გამონაკლისია, რადგან სხვა მცველი არ მყავდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, პირდაპირ პირველ გუნდში მეთამაშებინა.

წვალობდა, როგორც ნახეთ, მე მას 10, 20, 50, 70 და შემდეგ, ბოლოს, 90 წუთს ვაძლევდი, მაგრამ ახლა ძალიან გადაღლილია და შეიძლება ხვალაც ითამაშოს. ადვილი არ არის მისთვის, ვინც ვერ თამაშობდა ან ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ეს არის დიდი გარდასახვა ასეთი ტიპის ფეხბურთელებისთვის.

იგივე მოხდება ლუკ შოუსა და უეინ რუნის შემთხვევაში, როცა ის დაბრუნება, რადგანაც უკვე სამი კვირაა ვერ ახერხებს თამაშს. უნდა დაელოდო სავარჯიშო სესიას და ნახო, შეძლებს, ითამაშოს სრული მატჩი თუ მხოლოდ 20 წუთი, ეს კი რთულია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 მარტი 2016 22:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მნიშვნელოვანი მატჩები რომ ჩაივლის და სეზონში ყველაფერი დაიკარგება, რაღად გვარგია მათი დაბრუნება. ვალენსიას ფეხბურთიც კი ათამაშა და სკამისთვის როგორ არ არის მზად?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
16 მარტი 2016 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
მნიშვნელოვანი მატჩები რომ ჩაივლის და სეზონში ყველაფერი დაიკარგება, რაღად გვარგია მათი დაბრუნება. ვალენსიას ფეხბურთიც კი ათამაშა და სკამისთვის როგორ არ არის მზად?

მეც ეგ მიკვირს... ტიპი იმენა ყოვლად უცნაურია რა... no

რაც არ უნდა ილაპარაკო გაალ იმენნა მაგარი **** ხარ მაინც!!! angry
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მარტი 2016 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შვაინშტაიგერს ველოდებოდი ძირითადში და ამან რეები გააძრო areyoukiddingme
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2016 23:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სეზონი მორჩება და მერე იქნება შვაინას დაყენება ალბათ კარგი areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
17 მარტი 2016 02:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ოოო! როდისღა უნდა ათამაშოს ვალენსიააა?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: shotkin
17 მარტი 2016 16:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ფერგი როგორც კი გამოჯანმრთელდებოიდა ვინმე ეგრევე უშვებდა მოედანძე 1 ტაიმი მაინც და მერე უკვე რეგულარულად სვავდა სასტავში ეს რა ****ა ტო , ვალენცია ჯანზეა და რო არ ათამაშებ რა ფორმაში მოვა თუ ? ათამაშე ბუბლიკ და უფრო არ მოიხოდება? იმენა დოდო სლეა ეს ჩემისა რა თან როგორ გვჭირდება სწრაფი ფლანგი ვალენსიას სახით ეჰ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top