თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2855,
კომენტარები: 10
ფალკაო: "უფრო მეტს ველოდი"
რადამელ ფალკაო თავის წარუმატებლობაზე საუბრობს.
ფალკაო:
რადამელ ფალკაო აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუი ვან გაალისგან უფრო მეტი სათამაშო დროის მიღებას ელოდა.

30 წლის ფალკაო "ოლდ ტრაფორდზე" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადაბარგდა "მონაკოდან" და თავის სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასი გაუკეთა რობინ ვან პერსის, თავის მეოთხე მატჩში კი "ევერტონს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

თუმცა, იმის ფონზე, რომ ვან გაალი ერთი თავდამსხმელით ათამაშებდა გუნდს, ფალკაო უეინ რუნისა და ვან პერსის კონკურენციას ვერ უწევდა, რის შედეგადაც მხოლოდ 17 მატჩის ჩატარება და 4 გოლის გატანა მოახერხა.

ფრანგული კლუბიდან იჯარის წესით "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ კოლუმბიელი "წითელმა ეშმაკებმა" არ გამოისყიდეს, რადამელი კი გადაბარგდა "ჩელსიში", სადაც 31 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

"მანჩესტერში ყველაფერი რთულად იყო. ყველა ხედავდა, რომ იქმნებოდა სიტუაცია, როცა ერთ დღეს ვთამაშობდი, მეორე დღეს - არა, შედეგად არასტაბილურობას შეეწყო ხელი.

დღეს 60 წუთს მაძლევდნენ, მერე 45, მერე 20 - ეს არასტაბილურობას უწყობს ხელს და ხანდახან არც კი იცი, რა ადგილი გიკავია ან რას ანიჭებს მწვრთნელი ფეხბურთში უპირატესობას.

რთული იყო. რეგულარულად უნდა მეთამაშა. მუხლის ტრავმის შემდეგ გადავედი "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც დაიწყო ახალი პროცესი ახალი ფეხბურთელებით იმ მწვრთნელის წასვლის შემდეგ, რომელიც 25 წელი მუშაობდა, მე კი ვერ მივიღე ის, რასაც ველოდი",
- განაცხადა ფალკაომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
17 მარტი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Meore baloteloa es.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2016 13:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენც მეტს ველოდით მარა winked თავიდან უთამაშებლობას ბრალდებოდა მარა საკამრისზე მეტი ითამაშა და გააკეთა რო მიხვედრილიყ სასტავი ამის ადგილი რო არ იყო გუნდში
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 მარტი 2016 13:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აშკარად ვერ შეეწყო გუნდს. ვან გაალს არ ვადანაშაულებ ამ შრმთხვევაში.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თუ რამე შეეძლო საკმარისად ქონდა დრო, რომ რამე ექნა, მაგრამ საშინელ ფორმაში იყო და ესეთ ფორმაში მყოფს არავინ ათამაშებდა.
0
№5
ავტორი: Number 0
17 მარტი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ბალოტელი...
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
17 მარტი 2016 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ამის ყიდვას ლუკაკუ ეყიდათ ჯობდა ... ტიპი ის ცხრიანია ჩვენ რო გვჭირდება და დავიჯერო ვერ ხვდებიან ესჩემისები?!
0
№7
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2016 18:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პრემეირ ლიგის დევგმირი. ჩელსიმ მოგცა დრო რომ რა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: temo-scholes
17 მარტი 2016 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Gio7
Meore baloteloa es.

სად ეს და სად ბალოტელი?:)

მე მაინც ვფიქრობ რომ რაც დგეს მანჩესტერში ხდება 90% მწვრთნელის არაპროფეზიონალიზმის ბრალია...
0
№9
ავტორი: love united
17 მარტი 2016 22:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუ მაგრად მეცოდება ეს ტიპი. ტიპი დაიღუპა წამებში :დ
0
№10
ავტორი: zeg
18 მარტი 2016 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Didi igroki iyo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top