სანამ დაჯილდოება დაიწყება გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც იმყოფებოდა ხოსეპ გვარდიოლაც და მან განაცხადა, რომ უკვე ამ წელს ჩაიბარებს რომელიმე გუნდს. "მე ჯერ 41 წლის ვარ და ამ საქმისთვის არ ვარ ხნიერი. რათქმაუნდა მე კიდევ გავაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემით იყვნენ დაინტერესებულები. თუ ჩემს საქმეს ინგლისში გავაგრძელებ რათქმაუნდა ამით ძალიან გახარებული ვიქნები. მე არაერთხელ შევხვდი სერ ალექს ფერგიუსონს და საუბრის დროს მივხვდი, რომ დაახლოებით ორი წელი ის არსად არ აპირებს წასვლას, მაგრამ არაფერია გამორიცხული ერთხელაც შესაძლოა ამ ორი კლუბიდან რომელიმეში მიხილოთ. როცა გვარდიოლას დაუსვეს კითხვა აპირებს თუ არა "ბავარიის" გაწვრთნას მან ჟურნალისტებს შემდეგნაირად უპასუხა:"არა. მათ უკვე ყავთ იუპ ჰაინკესი."-განაცხადა გვარდიოლამ. eurosport.com