Nexogol იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო "რივერ პლეიტში" მარსელო ბაროვეროს შეცვლას არ აპირებს.
არგენტინის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" "სამპდორიადან" 2015 წლის ივლისში გადაბარგდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი არჩევანს დავიდ დე ხეაზე აჩერებს, შემცვლელის როლით უკმაყოფილო რომეროს შესახებ კი პრესა იუწყებოდა, რომ მომდევნო სეზონში არგენტინელი სამშობლოში გადაბარგდებოდა.
თუმცა, რომერომ "მილონარიოს" განუცხადა, რომ კარიერის ევროპაში გაგრძელებას ამჯობინებს და თუ მაინც მოხდება ისე, რომ სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდება, მშობლიურ კლუბ "რასინგს" აირჩევს.