ნიკი ბატს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოულოდნელი შედეგის ჩვენება და ევროპის ლიგიდან "ლივერპულის" გამოთიშვა შეუძლია.
"გალფისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" პარტნიორობის გაცხადების დღეს აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კლუბის ოფიციალური ბუკმეკერული პარტნიორი, marathonbet-ი "ლივერპულს" 1/8 ფინალური ეტაპის ფავორიტად მიიჩნევს და ვან გაალის შეგირდების წარმატებას 29/5 შანსით აფასებს.
თუმცა, ბატი ფიქრობს, რომ მისი ყოფილი გუნდი უშანსოდ არ არის.
"ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებს ფეხბურთელობისას ყოველთვის მოუთმენლად ველოდი. როცა არდადეგებზე ვიყავი და მატჩების განრიგი გამოცხადდებოდა, მოთმინებას ვკარგავდი. ორივე ეს მატჩი უდიდესია და სეზონის მნიშვნელოვან ნაწილში შედგება.
ვნახოთ, რა მოხდება. პირველი მათგანი, "ლივერპულთან" მატჩი რთული იქნება, რადგან მათ ორბურთიანი უპირატესობა აქვთ, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ, რაც უპირატესობაა და ვგრძნობ, "ოლდ ტრაფორდზე", ღამის მატჩში, ჩვენ სასწაულს ველოდები, სასწაული კი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ბატმა.