Daily Mirror აცხადებს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა იქნება, თუმცა ფრანგულ კლუბს კონკურენციას მადრიდის "რეალი" გაუწევს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე გასულ ზაფხულს ახლოს იყო "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ დოკუმენტების დაგვიანებულად გადაგზავნის შედეგად ესპანელი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩა.
თუმცა "რეალი" დე ხეას შეძენას კვლავ აპირებს და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ "იუნაიტედს" შეთავაზებით კვლავ მიმართავს.
პსჟ-ს ნომერ პირველი მეკარე ამჟამად კევინ ტრაპია, რომელიც პარიზელებმა ფრანქფურტის "აინტრახტიდან" შეიძინეს, მაგრამ 25 წლის მეკარე სტაბილურად კარგად თამაშს ვერ ახერხებს, ამიტომ მის ნაცვლად ფრანგულ გრანდს უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენა სურს.