უეინ რუნის იმედი აქვს, რომ აღდგომის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.
კაპიტანი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებს გამოტოვებს, ისევე, როგორც, ინგლისის ნაკრების დაპირისპირებებს ჰოლანდიასა და გერმანიასთან.
რუნიმ ტრავმა 13 თებერვალს "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო და როგორც თვითონ აცხადებს, აპრილში მოედანს დაუბრუნდება.
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, დიდი დრო არ დასჭირდება.
არ ვიცი, როდის დავბრუნდები. სანაკრებო მატჩებს ნამდვილად გამოვტოვებ, მაგრამ, იმედი მაქვს, დიდხანს არა. ძალიან ცუდი ტრავმა არ მაქვს, მაგრამ მოფრთხილება აუცილებელი იყო. რთულია ასე თამაში. ახლა რომ ასე თამაში მეცადა, უფრო მეტად დავზარალდებოდი. ასე რომ, ვუფრთხილდები, სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნება უფრო რეალურია.
იმედს ვიტოვებ, რომ თუ მაშინ დავბრუნდები, როცა ველოდები, თანაც ორ თასზე ვითამაშებთ, 10 მატჩზე მეტის ჩატარებას მოვახერხებ, პლუს სანაკრებო მატჩები.
მითხრეს, რომ უკვე რვა მატჩი გამოვტოვე. არ ვიცოდი, თუ ამდენი დაგროვდა, ეს მართლაც სამწუხაროა. მე, მწვრთნელი და ექიმი ვფიქრობდით, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი დავისვენებდი და ამიტომაც ავერიდე. მომდევნო კვირებში ამის ხარჯზე თავს უკეთ ვიგრძნობ".