"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვესტ ჰემს" შორის გამარჯვებული ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ევერტონს" დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილს "უოტფორდი" და "კრისტალ პალასი" წარმოადგენენ. ორივე მატჩი "უემბლიზე" გაიმართება 23 და 24 აპრილს. ამის გამო, "იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" მატჩი, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით 23 აპრილს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ტურნირის არსებობის ისტორიაში "იუნაიტედისა" და "ევერტონის" დაპირისპირება შესაძლოა, მეორედ შედგეს ნახევარფინალში. წინა შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როცა ლივერპულულმა გუნდმა პენალტების სერიაში 4-2 გაიმარჯვა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო კი უგოლოდ დასრულდა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.