თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2016, 19:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3640,
კომენტარები: 13
იბრაჰიმოვიჩი: "პსჟ-ში ერთადერთ შემთხვევაში დავრჩები"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება გააკეთა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან პსჟ-ში აღარ ითამაშებს.

გუშინ ფრანგული კლუბი "ტრუას" 9-0 განადგურების შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი მატჩის შემდეგ თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრესა ირწმუნება, რომ პსჟ-ს შვედთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა თავდამსხმელი კლუბის დატოვებას ამჯობინებს და მედიის მტკიცებით, მისით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

"გულშემატკივართან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. კლუბი და ისინი ყოველთვის კარგად მექცეოდნენ. მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს უდავოა.

მაგრამ ჯერჯერობით ხდება ისე, რომ პსჟ-ში მომდევნო სეზონიდან აღარ ვიქნები. მოქმედი კონტაქტით თვე-ნახევარი მრჩება. ამ დროით დავტკბები. არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო სეზონში, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომდევნო სეზონში აქ აღარ ვიქნები.

როგორ შეძლებენ ჩემს დატოვებას? არა მგონია, ეიფელის კოშკი ჩემი ქანდაკებით შეცვალონ, ასე რომ... ეს ჩვენი კლუბის მფლობელებსაც კი არ შეუძლიათ.

მაგრამ თუ გამოუვათ, დავრჩები - პირობას ვდებ",
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
14 მარტი 2016 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
მოდი ზლატან ინგლისშიც გაქვს სიტყვა სათქმელი.
0
№2
ავტორი: t123123
14 მარტი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მაგარი კაცია wink
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეეჰ იბრა შენთანაც ვერ უნდა იყოს მგონი ყველაფერი რიგზე wink
0
№4
ავტორი: temo-scholes
14 მარტი 2016 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ეს მგონი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩვენთან გაიჩითება და ძალიან მაგარი იქნება!!! am
0
№5
ავტორი: Iunaitedi
14 მარტი 2016 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
:D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2016 21:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს რა გიჟია wink
0
№7
ავტორი: bastian777
14 მარტი 2016 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ამას არსენალი აგვახევს უეჭველი
0
№8
ავტორი: Count Alucard
14 მარტი 2016 21:32
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ახლა ზლატანის 300 მეტრიანი ქანდაკება, რომ გააკეთონ lol lol lol lol
0
№9
ავტორი: Ueidi
14 მარტი 2016 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Amis gadmosvla xo mosalodnelia vitom da tan yvelas gvinda mara exa naxet realshi gaiqceva es kvercxi
0
№10
ავტორი: rezimankunia
14 მარტი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
chventan gadmova uechveli 120%

isedac iasnia eg guardiolastvis bevri ram aqvs dasamtkicebeli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top