"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებულ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ თასის ფინალში თამაშის შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
ლუი ვან გაალის გუნდი სამ ტურნირზე ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგის შეხვედრაში "იუნაიტედი" 2-0 დამარცხდა, ხოლო ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გადათამაშებაში მოხვდა, ჰოლანდიელი ფიქრობს, რომ მაისში მის გუნდს დიდი მატჩი ექნება.
"ჩაქუჩებთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ლუი ვან გაალმა იმედი გამოთქვა, რომ ლუკ შოუ, უეინ რუნი და ეშლი იანგი საკმარისად ჯანმრთელები იქნებიან იმისათვის, რომ ფინალურ მატჩში იასპარეზონ. ბასტიან შვაინშტაიგერმა და მატეო დარმიანმა უკვე მოახერხეს მოედანზე დაბრუნდება, ხოლო ანტონიო ვალენსიამ პარასკევს 45 წუთი ითამაშა "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში.
"მე სანახაობრივი მატჩი ვიხილე და ჩვენ ჯერ კიდევ სამ ტურნირზე ვასპარეზობთ. ამიტომაც, შოუს, რუნისა და იანგს, თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ფინალში თამაში ჯერ კიდევ შეუძლიათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ვართ თასზე, რადგან ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება, რომელთა შორის უკვე ნახეთ შვაინშტაიგერი, რომელმაც 15 წუთი ითამაშა, ასე რომ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს. თუმცა მომდევნო კვირებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მოფრთხილება მომიწევს, რაც ადვილი არ არის.
მომეწონა შვაინშტაიგერის დაბრუნება, მაგრამ ჯერ 90 წუთით თამაშისთვის მზად არ არის. რა თქმა უნდა, ვარელა ამჟამად თამაშობს, მატეო დარმიანი - არა. ის ყველაფერს კარგად აკეთებს, რაც არის მიზეზი იმისა, რომ ვათამაშებ, მაგრამ შემდეგში დარმიანი ითამაშებს".
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.