თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1512,
კომენტარები: 6
კერიკი: "ფრე სამართლიანი შედეგია"
მაიკლ კერიკი მატჩის შემდგომ.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" მატჩში ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ 1-1 ითამაშა, გუნდის კაპიტანი მაიკლ კერიკი კი ფეხბურთელთა თავდადებითა და გუნდური სულისკვეთებით მოხიბლულია.

შეხვედრის 68-ე წუთზე დიმიტრი პაიემ საჯარიმო დარტყმიდან გახსნა ანგარიში, ლუი ვან გაალის შეგირდებმა ენტონი მარსიალის გოლისა და ანდერ ერერას საგოლე გადაცემის შედეგად ანგარიში გაათანაბრეს.

"აპტონ პარკზე" გასამართი გამეორებითი შეხვედრა გადაწყვეტს, რომელი გუნდი ითამაშებს მომდევნო თვეში "უემბლიზე" ნახევარფინალს, კერიკი ფიქრობს, რომ მის გუნდს ამის ყოველგვარი საფუძველი აქვს.

"დასასრულს ფრე მივიღეთ, მაგრამ ჩვენ მოსაგებად წავედით და მატჩში გამარჯვება ნამდვილად გვინდოდა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შევძლებდით, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერაფრით გავიტანეთ.

რა თქმა უნდა, შვებას ვგრძნობთ, დიდი შესაძლებლობაა. ეს ინგლისის თასია, რომელზეც შორს გასვლა გვინდა. მეორე ტაიმში 1-0 ანგარიშიდან თავდაღწევა და შემდეგ მოსაგებად წასვლა პოზიტივია.

პაიემ დიდებულად შეასრულა ჯარიმა, მაგრამ ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ და გამარჯვებისკენ ვისწრაფოდით - უბრალოდ, ვერ მივიღეთ. ზეწოლას ვახდენდით და ალბათ, მეტი შანსიც შევქმენით. ბოლო პასი არ გამოგვდიოდა და მეკარესაც საკმარისი სამუშაო ვერ მივეცით.

ეს ინგლისის თასია, საჯარიმოში ბევრი რამ ხდებოდა და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მატჩი გამოვიდა. რაც შეეხება პენალტებს, მათ ან გინიშნავენ, ან არა, ასე რომ, თითო გოლი ორივე კარში სამართლიანი შედეგია",
- განაცხადა კერიკმა.

"იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" მატჩს ევროპის ლიგაზე "ლივერპულთან" დამარცხებით შეხვდა. ევროპის რანგით მეორე ტურნირის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ხუთშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, მაგრამ კერიკი აცხადებს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ სათასო მატჩზე ფიქრობდნენ.

"ლივერპულთან" მატჩი დღეს არავის ახსოვდა. შეხვედრაში გასვლისას ამას კარგად ვაცნობიერებდით და ამ ტურნირზე შორს წასვლა გვსურდა. ჯერ არ მოგვიხერხებია, მაგრამ ამისთვის სხვა დროს საბრძოლველად ვიცოცხლებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: datonuc
14 მარტი 2016 12:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
რა დრო დაგვიდგა :/
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2016 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან ცუდი თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და რაც შეეხება ლუზერებს, ერთი გოლიც რო გავუშვათ ოლდ ტრაფორდზე მერე უკვე პრაქტიკულად ყველაფერი დამთავრებული იქნება. ევროპა ლიგის მომგებები ესენი არ არიან, უბრალოდ პრინციპის ამბავია, რომ ლივერპულმა არ გამოგვაგდოს, თორე სხვა მიზანი ამ ეტაპზე არარეალურია.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2016 12:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთლიანი თამაშიდან სადღაც 10 წუთი იყო ალბათ სადაც გაიბრძოლეს და გოლიც მოჰყვა ამ ყველაფერს. ბურთის უაზროდ გორაობისთვის არ იმსახურებდნენ არც მოგებას და საერთოდ ამ ფრესაც. იქაც იგივე იქნება, პენალტებამდე თუ მიათრიეს იასნა იქ წააგებენ. ისედაც რთულ კალენდარში კიდევ ერთი თამაში შეგვეტენა
0
№4
ავტორი: Malboro463
14 მარტი 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამ თასსაც დავემშვიდობოთ გამოაგდებს ვესტ ჰემი
0
№5
ავტორი: s.a.b.a
14 მარტი 2016 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: General
მთლიანი თამაშიდან სადღაც 10 წუთი იყო ალბათ სადაც გაიბრძოლეს და გოლიც მოჰყვა ამ ყველაფერს. ბურთის უაზროდ გორაობისთვის არ იმსახურებდნენ არც მოგებას და საერთოდ ამ ფრესაც. იქაც იგივე იქნება, პენალტებამდე თუ მიათრიეს იასნა იქ წააგებენ. ისედაც რთულ კალენდარში კიდევ ერთი თამაში შეგვეტენა
10 wutis ro ibrzodnen mteli tamashi rom ase ebrdzolat 3gols ki shevugdebdit
0
№6
ავტორი: RojoDiablo
15 მარტი 2016 00:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უნდა ვაღიარო, მგონია, რომ იქ უეჭველად წავაგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top