თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2016, 00:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3502,
კომენტარები: 21
სქოულზი: "მატა 10 წლის ბიჭს ჰგავდა"
პოლ სქოულზი ვან გაალის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
სქოულზი:
პოლ სქოულზმა ლუი ვან გაალის არჩევანი, გაეხადა ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი "ლივერპულთან" მატჩში, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მატას სახით "იუნაიტედის" კაპიტანი ვერ წარმოუდგენია.

"იუნაიტედის" იმედმა, მომდევნო სეზონში გააღწიოს ჩემპიონთა ლიგაზე, მორიგი დარტყმა მიიღო ევროპის ლიგის მატჩში, რომელშიც "წითლები" "ლივერპულთან" 2-0 დამარცხდნენ.

სქოულზს მიაჩნია, რომ გუნდის წარუმატებელი შედეგები მეტწილად მოედანზე ლიდერის არ არსებობაა.

"როგორ არის ხუან მატა კაპიტანი? კარგი ფეხბურთელია, კარგი თვე ჰქონდა. მაგრამ იყოს "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი?

არ ვფიქრობ, რომ გუნდში ბევრი ნამდვილი ლიდერია. კრის სმოლინგი? მეკარე? ისინი, ალბათ, იქნებოდნენ კაპიტნები, მაგრამ იქნებოდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნამდვილი კაპიტნები?

მათ ფეხბურთელები თამაშში უნდა ჩართონ. მარსიალი და მატა არაეფექტურები იყვნენ. მატა 10 წლის ბიჭს ჰგავდა.

მემფისი? მისგან რას უნდა ელოდე, არც კი იცი. თუმცა ამ ფეხბურთელებს ბურთი უნდა მისცე, რომ დაინახო, რა შეუძლიათ. "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი დრო ექნებათ ამის გასაკეთებლად".
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2016 01:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გინდა მატა ყოფილიყო და გინდა როი კინი მანდ. ასე თუ ითამაშებ, ვერაფერი გიშველის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: scholes
13 მარტი 2016 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
დამიჯერე როიკინიროყოფილიყო სხვასურათიიქნებოდა უეჭველს გეუბნები. სქოულზი ზუსტად მაგიტომ ამახვილებს ყურადღებას კაპიტანზე . ასეთ თამაშებშია კაპიტანი საჭირო კაპიტნობა ზოგს არიოლ რეშკა გონია მარტო
0
№3
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2016 11:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: RojoDiablo
გინდა მატა ყოფილიყო და გინდა როი კინი მანდ. ასე თუ ითამაშებ, ვერაფერი გიშველის.


აქ უკვე ცდები, როის დროს ესე რომ დაეწყოთ თამაში ფეხებ დამტვრეული გამოვიდოდნენ მეორე ტაიმში.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2016 11:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: AkkRed
აქ უკვე ცდები, როის დროს ესე რომ დაეწყოთ თამაში ფეხებ დამტვრეული გამოვიდოდნენ მეორე ტაიმში.

ფეხებდამტვრეული არა ისა. უყვირებდა და რა, შიშის გამო ითამაშებდნენ? ამ ფეხბურთელებს თამაში არ შეუძლიათ, თორემ რომ შეეძლოთ ისედაც ითამაშებდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მარტი 2016 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვეთანხმები სქოულზს და ნამდვილად არაა მატა ის ადამიანი რომელიც მანჩესტერის კაპიტანი უნდა ყოფილიყო. გასაგებია ყველას გვიყვარს ესპანელი, მაგრამ მარტო სიყვარული ხო არაა??? სმოლინგი და დე ხეა იყვნენ მოედანზე და მატას რატო ეკეთა კაპიტნის სამკლაური ჩემთვის ძალიან გაუგებარია.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
13 მარტი 2016 13:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეჭამეს მატა რასაც ქვია areyoukiddingme უმეტესად ესეა ხოლმე, ფიზიკურადაც მაგრად უჭირს და არც სწრაფია. ვილიანის ტიპის ფეხბურთელი რომ გვყავდეს კონტრშეტევებზე მაინც წავიდოდა გუნდი სულ თუ არაფერი
0
№7
ავტორი: Count Alucard
13 მარტი 2016 14:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნორმალური ლიდერი არ არის გუნდში... თითქოს რუნიმ ან ბასტიანმა უნდა იტვირთონ ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ არ ჩანს მათგან არაფერი...
0
№8
ავტორი: zeg
13 მარტი 2016 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: AkkRed
აქ უკვე ცდები, როის დროს ესე რომ დაეწყოთ თამაში ფეხებ დამტვრეული გამოვიდოდნენ მეორე ტაიმში.

ფეხებდამტვრეული არა ისა. უყვირებდა და რა, შიშის გამო ითამაშებდნენ? ამ ფეხბურთელებს თამაში არ შეუძლიათ, თორემ რომ შეეძლოთ ისედაც ითამაშებდნენ.

როი კინის თამაში გინახავს ლაივში?
0
№9
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2016 14:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: zeg
როი კინის თამაში გინახავს ლაივში?


დიახ, მინახავს და ვიცი, რასაც წარმოადგენდა, მისი ხასიათის ნიშნებიც კარგად მომეხსენება, მაგრამ მე სულ სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება და არა კაპიტნის ხასიათზე.

როი კინი რომ ყოფილიყო მოედანზე რა, დეპაი სხვანაირად ითამაშებდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: zeg
13 მარტი 2016 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: zeg
როი კინის თამაში გინახავს ლაივში?


დიახ, მინახავს და ვიცი, რასაც წარმოადგენდა, მისი ხასიათის ნიშნებიც კარგად მომეხსენება, მაგრამ მე სულ სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება და არა კაპიტნის ხასიათზე.

როი კინი რომ ყოფილიყო მოედანზე რა, დეპაი სხვანაირად ითამაშებდა?

დეპაი შეცვლას მოითხოვდა მეგობარო მენდე ეს ასეა.ისე მახსოვს ამბობდი 2008წელს საკმარისად დიდი არ ვიყავი თასის მოგებაზე რო ემოციები მქონოდაო და როი საიდან?მე ესე მახსოვს რო თქვი მეშლება?დეპაი მარად ამომავალ ვარსკვლავად დარჩება თუ ცოტა აზრზე არ მოვა და ეს ძალიან ცუდი იქნება რასაკვირველია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top