თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2974,
კომენტარები: 3
კერიკი თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებამდე
ინგლისელი ნახევარმცველის ინტერვიუ მატჩის წინ.
კერიკი თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებამდე
მაიკლ კერიკს, მფლობელს რვა ტიტულისა, რომელთა შორისაა პრემიერ ლიგის 5 ჩემპიონობა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა ჰქონდა და 34 წლის ვიცე-კაპიტანი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან ფეხბურთელად ითვლება.

ერთადერთი შიდა ტურნირი, რომელიც ინგლისელს მოგებული არ აქვს, ინგლისის თასია, რაც, მისი თქმით, მისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. "წითლების" ასპარეზობა აღნიშნულ ტურნირზე კვირას "ვესტ ჰემთან" მატჩით გაგრძელდება, კერიკი კი თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებისას "უემბლიზე" მოხვედრის იმედს გამოთქვამს: "ძალიან მონდომებულნი ვართ და ეს დიდებული შესაძლებლობაა ჩვენთვის. "ვესტ ჰემი" ამ სეზონში დიდებულია და ამ ტურნირზე უფრო შორს წავიდნენ, ვიდრე ბოლო პერიოდში.

ჩემპიონატში მათი სათამაშო ფორმა გასაოცარია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რასაც, ალბათ, სეზონის დასაწყისში ელოდნენ. რთული მატჩე გვექნება. ამ სეზონში სახლში უკვე გვქონდა მათთან რთული მატჩი და იგივეს ველოდებით კვირას".


12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ინგლისის თასი უკანასკნელად მოიგო: "დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისის თასი მოვიგეთ. ჩვენს ბოლო წარმატებამდე ინგლისის თასი რამდენიმეჯერ აღვმართეთ და დიდი ხანია ხელში აღარ გვჭერია. ადრე უკვე ვთქვი, რომ უნდა მოვიგოთ, რადგან კლუბს გამარჯვებები სჭირდება".

ტიტულის მოგებასთან ყველაზე ახლოს კერიკი 2007 წელს იყო, როცა მისი გუნდი ფინალში "ჩელსისთან" დამატებით დროში 1-0 დამარცხდა, რაზეც აცხადებს, რომ ცუდი გამოცდილება მიიღო, თუმცა დანებებას არ აპირებს.

"არა, გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერი წარსულში დავტოვე. მოიგებ თუ წააგებ, ყურადღება სწრაფად უნდა გადაიტანო. უბრალოდ ასე მოხდა და ჩვენ საკმარისად კარგები ვერ ვიყავით იმისათვის, რომ მოგვეგო. კარგი, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ გიგზმა იმ დღეს გოლი გაიტანა... ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არ ჩათვალეს, ასე რომ, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა მოხდა ისე, როგორც მოხდა. ახლა ამ ტურნირზე შორს წასვლის შესაძლებლობა გვაქვს და მისი გამოყენება გვინდა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
13 მარტი 2016 17:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
X mgonia raa....da liverpooltan ro manchesteri iyo im manchesterma tu itamasha dges vafshe vagebt..
0
№2
ავტორი: GeorgeBest
13 მარტი 2016 19:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკმა ბოლო თამაშები ძაან ჩააგდო და რატოღა აყენებს ხოლმე ვერ ვიგებ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 მარტი 2016 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგარი შანსი გვაქვს წელს მოსაგებად, მაგრამ მთავარი კონკურენტი გვყავს ჯერ დასამარცხებელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top