ედვინ ვან დერ სარმა დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული ბრწყინვალე მეკარის უნარები. 45 წლის ჰოლანდიელმა თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ჩატარებულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მეკარეს ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ ნება დართო თავისი ყოფილი გუნდის, "ნოორდვიკის" მაისური მოერგო და კლუბის ნომერ პირველი მეკარე მუსტაფა ამეცრინი შეეცვალა.
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვან დერ სარმა პირველი ოფიციალურ მატჩი ჩაატარა და "ჯორდან ბოიზის" ფეხბურთელს პენალტი აუღო.
პენალტის დანიშვნის მომენტში "აიაქსის" მარკეტინგის დირექტორის დროებითი გუნდი შეხვედრას 1-0 იგებდა, თუმცა მეკარის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა ანგარიშის შესანარჩუნებლად.
შეხვედრა საბოლოოდ 1-1 დასრულდა.
ახალი ამბები, ვიდეოები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.