"მანჩესტერ იუნაიტედი" წარუმატებელი კვირის ბოლო დღეს ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება და "ლივერპულთან" წაგების შემდეგ კომპენსირებას ეცდება.
ლუი ვან გაალის გუნდი ევროპის ლიგაზე, პრემიერ ლიგასა და ინგლისის თასზე იბრძვის, რაც, მწვრთნელის აზრით, ტიტულის მოგების რეალურ შესაძლებლობას ტოვებს.
"სამ სხვადასხვა ტურნირზე გამოვდივართ ამ სეზონში და ამას ბევრი სხვა გუნდის მწვრთნელი ვერ იტყვის. რაღაცის მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს", - განაცხადა ვან გაალმა. "ვალდებული ვარ, გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები ხშირად შევიტანო, - განაგრძო ჰოლანდიელმა, როცა "წითელი ეშმაკების" არასტაბილურობის შესახებ ჰკითხეს, - ერთი და იმავე შემადგენლობით ბევრ მატჩში ვერ ვთამაშობდი ტრავმებისა და ფეხბურთელების გადაღლილობის გამო. როცა სამ ტურნირზე ასპარეზობ, არცთუ ბევრი ფეხბურთელი გყავს და ეს რთულია.
გეთანხმებით, რომ "ლივერპულთან" საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ასე ვთამაშობთ. იყო შეხვედრები, რომლებშიც გაცილებით უკეთ ვთამაშობდით. "მიდტიულანდთან" წაგების შემდეგ პრესა უკვე სამსახურიდან მათავისუფლებდა, მაგრამ ჩვენ გამოვავლინეთ ხასიათი, თავი ხელში ავიყვანეთ და რამდენიმე მატჩიანი მოგებათა სერია გვქონდა. შესაძლოა, იგივე მოხდეს "ლივერპულთან" საპასუხო მატჩშიც, შეგვიძლია ინგლისის თასზე "ვესტ ჰემსაც" გავცდეთ.
"ვფიქრობ, რომ ჩემი მეთოდები ამართლებს, თუმცა რთულ პირობებში ყოველთვის ვერ ვაღწევთ საჭირო შედეგს. საკმაოდ კარგები არ ვართ იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ ევროპის ლიგისა და ინგლისის თასის მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია. ჯერ კიდევ ბევრი რამისთვის ღირს ბრძოლა. თუ რომელიმე ტურნირიდან გავვარდებით, ყველასთვის რთული სიტუაცია იქნება. მაგრამ, სანამ რამის მოგების შანსი გვაქვს, უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შეგვიძლია".
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.