"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი ენდი კოული ფიქრობს, რომ კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ინგლისის თასის მოსაგებად. "კარგი იქნებოდა, თუ "იუნაიტედი" მიაღწევდა "უემბლიზე" გასამართ გადამწყვეტ მატჩამდე. ჩვენ უკვე დიდი ხანია იქ არ ვყოფილვართ. ბავშვობიდანვე მახსოვს, თუ როგორ ემოციებს იწვევდა ჩემში ეს ტურნირი. მისი მოგება - ნამდვილი ოცნებაა. "იუნაიტედმა" უნდა სცადოს ამ თასის მოგება",-ციტირებს ენდი კოულის სიტყვებს manutd.com-ი.
"სეზონის ამ ნაწილში ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. "ვესტ ჰემი" სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ გამოიყურება, მათ შემადგენლობაში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. დიდი სიამოვნებით უყურებ მათ მატჩს და დარწმუნებული ვარ, რომ გასვლითი მატჩის სტატუსი მათ არ დააბნევთ. ჩვენ ძალიან სიანტერესო მატჩი გველის".