"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დენის ლოუ პარასკევს ბუკინგემის სასახლეში მისი სამეფო უდიდებულესობის მიერ ბრიტანეთის იმპერიის ორდერით დაჯილდოვდა.
1968 წლის ევროპის თასის გამარჯვებულმა "წითლების" შემადგენლობაში 404 მატჩი ჩაატარა და 237 გოლი გაიტანა. მათ, ვინც მისი თამაში იხილა, ლოუს "სტრეტფორდ ენდის მეფე" უწოდეს.
ლოუ დაჯილდოვდა ფეხბურთში გაწეული სამსახურისა და ისეთ საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობის გამო, როგორიცაა "ქენსერ რესირჩ იუ ქეი" და "მენინგიტის ნაუ". 76 წლის ლოუ ცერემონიაზე ოაჯხის წევრებსა და ისეთ ცნობილ ადამიანებთან ერთად იმყოფებოდა, როგორებიც იდრის ელბა და დემონ ელბერნი არიან.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ლოუმ ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პრიც უილიამს მისი საყვარელი კლუბის, "ასტონ ვილას" შესახებ გაეხუმრა: "საუბარი ხანმოკლე გამოდგა, რადგან მისი გუნდი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე იმყოფება და საქმე ცუდად მისდის, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდს უნდა უქომაგო დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ადგილს იკავებს ლიგაში. ამიტომ მოხარული ვიყავი, რომ მხარს უჭერს, რადგან ეს მისი გუნდია".