"მანჩესტერ იუანიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი ფიქრობს, რომ მის ყოფილ გუნდს "ლივერპულთან" მატჩში სათამაშო გეგმაც კი არ ჰქონდა.
დანიელ სტარიჯისა და რობერტო ფირმინოს გოლებით "ლივერპულმა" ევროპის ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი 2-0 მოიგო.
სქოულზმა, რომელსაც "იუნაიტედის" რიგებში 718 მატჩი აქვს ჩატარებული, ტელევიზიას განუცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრ კლუბს "გარკვეული სტანდარტები აქვს, მაგრამ მათ ვერ აკმაყოფილებს".
მანვე განაცხადა: "ლივერპულს" სათამაშო სტილი ჰქონდა. "იუნაიტედს" მსგავსი არაფერი ჰქონია".
საპასუხო მატჩი მომდევნო ხუთშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" შედგება.
ლუი ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს, 3 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილს, ინგლისის თასის მომდევნო მატჩში კი მეხუთე ადგილოსან "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
"წითელი ეშმაკები" ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შედეგად მოხვდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველ წელს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უნდა განაცხადოს პრეტენზია.
მათ 300 მილიონი ფუნტი დახარჯეს და ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე არიან. ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაფლავების შედეგად მოხვდნენ. ეს გუნდი "ბარსელონას", მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" უნდა უწევდეს კონკურენციას.
იმედი მაქვს, არცერთი ფეხბურთელი არ მოიხდის "თვითერზე" ბოდიშს. სოციალურ მედიაში ბოდიშების მოხდას თავი დაანებეთ და თამაში დაიწყეთ.
უკანასკნელი რამ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მინდა, ეს არის მეოთხე ადგილზე გასვლითა და ინგლისის თასის მოგებით ბედნიერება. ეს "არსენალის" საქმეა", - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.