"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩში, რომელიც "ენფილდზე" გაიმართა, მასპინძლები საკამათო პენალტის ხარჯზე დაწინაურდნენ, მაგრამ ყოფილი მსაჯი გრემ პოლი თვლის, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მემფის დეპაისა და ნათანიელ კლაინის დუელი პირველ ტაიმში 11-მეტრიანის დანიშვნით დასრულდა. დანიელ სტარიჯმა ნიშნულიდან დარტყმით ანგარიში გახსნა, ყოფილი მსაჯი კი ეპიზოდს მიმოიხილავს.
"მსაჯი კარლოს ველასკო კარბალიო აბსოლუტურად მართალი იყო, როცა "ლივერპულის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. თუმცა საწყისი კონტაქტი მემფის დეპაისა და ნათანიელ კლაინს შორის საჯარიმოს ფარგლებს გარეთ შედგა, მომდევნო მოხდა ან ხაზზე, რომელიც საჯარიმო მოედნის ნაწილია, ან მის შიგნით - მხედველობის კუთხეზე დამოკიდებულებით", - ამბობს პოლი.
დეპაიმ მიიღო ყვითელი ბარათი, ესპანელმა მსაჯმა კი თავისი რეპუტაცია დაამტკიცა.
"პირველ ხუთ წუთში ჯორდან ჰენდერსონი გააფრთხილა, მაგრამ ეს ნორმალურია".
პოლს არ ეთანხმებიან "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები. რიო ფერდინანდი და პოლ სქოულზი საპირისპირო აზრს გამოთქვამენ.
ფერდინანდი: "მოედნის ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე მსგავსი ჯარიმა არ ფიქსირდება. არა მგონია, ეს საპენალტე ეპიზოდი იყოს, რადგან საკმაოდ მსუბუქი კონტაქტი იყო. კარს უკან მდგომმა მსაჯმა თავიდან 11-მეტრიანზე არ მიუთითა".
სქოულზი: "არა მგონია, მოედნის სხვა მონაკვეთზე ასეთი ჯარიმა დაფიქსირდეს. მისი მხრის უმსუბუქესი შეხება - და ის დაეცა.
ასეთი რამ მე რომ მომსვლოდა, იმედგაცრუებული ვიქნებოდი. არ ვფიქრობ, რომ მემფისი კლაინს იჭერს, ეხება, მაგრამ არ ექაჩება. ეს წესების დარღვევა არ არის, არც საჯარიმო დარტყმა".
ეპიზოდის ვიდეო:
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.