თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 7
სმოლინგი: "საქმე გავირთულეთ"
კრის სმოლინგი მატჩის შემდგომ.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ მის გუნდს რთული საქმე ერგო "ლივერპულთან" 2-0 წაგების შემდეგ.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად ლუი ვან გაალის გუნდს მომდევნო კვირაში "ოლდ ტრაფორდზე" 2-ბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევს.

"იმედგაცრუებულნი ვართ. ვფიქრობ, გასვლაზე გოლის გატანით ამას თავიდან ავირიდებდით, ახლა კი ვიცით, რომ ჩვენ რთული საქმე გვერგო.

ნახევარდაცვაში ბევრი მორბენალი ფეხბურთელი ჰყავთ და ვფიქრობ, ჩვენს ვინგერებს უფრო ხშირად უხდებოდათ თავდაცვა, ამიტომაც, როცა ბურთს ვიბრუნებდით, მას ვერ ვინარჩუნებდით. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა.

მეორე ტაიმში ოდნავ კომფორტულად ვგრძნობდით თავს, თუმცა შანსების შექმნის გარეშე. გასვლაზე გოლის გატანით მართლაც თავიდან ავირიდებდით იმედგაცრუებას. ვფიქრობ, როცა გასვლაზე გოლი გაგაქვს, უფრო პოზიტიურად ხარ განწყობილი, მაგრამ ახლა ეს ჩამორჩენა ჩვენი გულშემატკივრის წინაშე უნდა აღმოვხვრათ. პირველი გოლი გადამწყვეტი იქნება.

იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ ორი საშინაო მატჩი გვაქვს - "ვესტ ჰემთან" კვირას, "ლივერპულთან" ხუთშაბათს.

ღამის მატჩებს სხვა ეფექტი აქვს გულშემატკივარზე და იმედი მაქვს, მხარს დაგვიჭერენ. ხოლო მოვახერხებთ და ვითამაშებთ უკეთესად, ვიდრე დღეს თუ არა, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. დღეს იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამის კომპენსირება შეიძლება,
- განაცხადა ინგლისელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 მარტი 2016 13:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
შნეიდერლინის აკრგი თამაში ალბათ თითზე ჩამოსათვლელია მანიუში , მატასნაირი გამთამაშებელი არგვინდა რა, მეც მომწონს მატა ჭკვიანია ტექნიკური ამრა ძაან სუსტია და ეგ გუშინ გამოჩნდა
შკრტელმა და სახომ უბრალოდ ახოხიალეს, ბევრი ისეთია მაგის პოზიციაზე არანაკლებ დაბალი როა სწრაფი და ტეკნიკური თან ჯანზე, მოკლედ ბევრია გასაშვები,, შნეიდელინი არაა სასტავის კაცი ფელაინი უბრალოდ უნდა გაანთავისუფლო არც უნდა გაყიდო, ლინგარდი მოაცილეთ სასტავიდან დეპაი დააგდეთ სკამზე რუნი გაყიდეთ და შეავსონ ნახევარდაცვა კარგი გამთამაშებლით(მოდრიჩი ვერატის ნაირი) 2ივე ფლანგზე შემტევით და კარგი თავდამსხმელიტ + 1 ცენტრალური მცველი ყვ\ოველივე ამის ფონზე მიჩნდება კითხვა სად ჩანს 200 მილიონი რომელიც დაიხარჯა იგივე პრობლემებია დაჟე მოიესის მანჩესტერს უფრო მაგარი სასტავი ყავდა თავის ნანი ვან პერსით ვალენსია რუნით, პ.ს რუნის დიდ პატივს ვცემ მარა არ ღირს ილუზიების შეკმდა გადაიგალა კაცი იმ დონეს ვეღარ მიაღწევს მაას ყველა ხვდება და ეს იქნებ იმის ბრალია რო მართლა უნდა გაეშვათ 2012 ში თუ 13 ში , ახალი გამოწვევები ჭირდება ,მაგ კაცს, და ტყვილა ადგილს იკავებს გუნDში არც წესიერი ეგრედ წოდებული AMF ია და არც წესიერი თავდამსხმელი და თუ გვინდა მაღალი დონის თანამედროვე სწრაფი ტექნიკური გუნდი ძირეული ცვლილებებია საჭირო , მე უბრალოდ გული მწყდება ფერგის მერე 3 წელი გავიდა და ისევ 0 დან იწყებს გუნდი მომავალ წელს და ეს 3 წელი გიგსი ყოპილიყო არჯობდა რაიცი იქნებ დღეს რასურათი ყოპილიყო ...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2016 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთის გატანა რომ მოეხერხებნათ არ იქნებოდა კატასტროფა მარა კარში ერთი დარტყმაც რო არ იქნება იმ თამაშში რა უნდა მოითხოვო
0
№3
ავტორი: Best 7
11 მარტი 2016 15:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
18 ალბათ დაბრუნდება რუნი და კიდევ სხვები კარგ სასტავს დააყენებ და რამე მაინც უნდა გამოუვიდეთ აუცილებლად
0
№4
ავტორი: Ashley Young
11 მარტი 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ეს ახლა მიხვდა საქმე რომ გაირთულეს?! შენ რო იქნები დაცვის ლიდერი იმ გუნდის დედა ვატირე მე...:-@ ერთ მომენტში ბურთს როგორ აცდა...:-D ლეონარდო ბონუჩი, მატს ჰუმელსი, რამოსი, სილვა... აი ასეთი დონის მცველები გვჭირდება და არა ბალაბანდურა სმოლინგები და ჯონსები!!!
0
№5
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2016 17:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Best 7
18 ალბათ დაბრუნდება რუნი და კიდევ სხვები კარგ სასტავს დააყენებ და რამე მაინც უნდა გამოუვიდეთ აუცილებლად

არავინ არ დაბრუნდება ვალენსიას გარდა და ისიც სათუოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 მარტი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გუნდი გუნდს აღარ გავს უკვე და რაც დრო გადის უფრო უარესდება ჩვენი თამაში. 3 თამაშს მოიგებენ და მერე ათ თამაშში ფეხბურთს შეგაზიზღებენ areyoukiddingme
0
№7
ავტორი: Mufc7
12 მარტი 2016 00:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Best 7
18 ალბათ დაბრუნდება რუნი და კიდევ სხვები კარგ სასტავს დააყენებ და რამე მაინც უნდა გამოუვიდეთ აუცილებლად

არავინ არ დაბრუნდება ვალენსიას გარდა და ისიც სათუოა

სათუოაა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top