თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2016, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 9
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ენფილდზე" წაგებული მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის შეხვედრაში "ლივერპულთან" 2-0 დამარცხდა. ლუი ვან გაალმა მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

მატჩის აღწერა: "უნდა ვთქვა, რომ "ლივერპულმა" შექმნა ატმოსფერო, რომელიც ფანტასტიკურია. ძალიან კარგად ითამაშეს; პირველ ტაიმში მათ ზეწოლას ვერ ვუმკლავდებოდით. მომენტები შექმნეს, მაგრამ დავიდ დე ხეა ფანტასტიკური იყო. ჩვენ დაგვინიშნეს პენალტი და ჩემი აზრით, საკამათო იყო. მეორე ტაიმში სქემა შევცვალეთ და მატჩზე უფრო მეტი კონტროლი მოვიპოვეთ, მაგრამ შანსებს მაინც ვერ ვქმნიდით. მორიგი საკამათო გოლი გაგვიტანეს და ახლა გაცილებით რთული მდგომარეობაა, რადგან 2-0 ძალიან ცუდი შედეგია".

ზეწოლა მოწინააღმდეგისგან: "ვხედავდი, რომ "ლივერპულის" მაღალ ზეწოლას ვერ ვუმკლავდებოდით. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ვერ ვუმკლავდებოდით, რადგან ამას ისევე აკეთებდნენ, როგორც წელს მათთან მოგებულ გასვლით მატჩში. თავიდან ისინი პროვოცირებდნენ, რომ დავიდ დე ხეას ბურთი დეილი ბლინდისთვის ან კრის სმოლინგისთვის მიეცა, შემდეგ კი მაღალ ზეწოლას ახდენდნენ და ამას თავი ვერ გავართვით. მათ სტადიონის შიგნითაც გაზარდეს ატმოსფერო. დიდებული მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მეკარე გვყავს, რომელიც გუნდის ნაწილია და რომლის დახმარებითაც დავრჩით მატჩში. შემდეგ საკამათო პენალტი დაგვინიშნეს და ანგარიში 1-0 გახდა."

სტარიჯის მიერ გარდასახული "ლივერპულის" პენალტი: "მსაჯი ვერ დაინახავდა საჯარიმოში მემფისის მხრიდან წესების დარღვევას, რადგან მან საჯარიმოს გარეთ დაარღვია, ხოლო კლაინი შიგნით წაიქცა. საქმე იმაში არ არის, რომ მემფისმა იგი წააქცია, რთული ის არის, რომ ერთ წამში ამას ვერ დაინახავ. როცა პენალტს ნიშნავ, დარწმუნებული უნდა იყო; დარღვევა მოხდა გარეთ თუ შიგნით, დაზუსტებით არ ვიცი. ჩემთვის საკამათო პენალტია, თუმცა "ლივერპულმა" გოლი დაიმსახურა".

მოთამაშეებზე ატმოსფერომ გავლენა მოახდინა? "არა, ზეწოლა არ მომდინარეობს მაყურებლისგან, ზეწოლას მოედანზე ფეხბურთელები ახდენენ. ისინი ძალიან მაღალი დონის პრესინგს მიმართავდნენ და "ლივერპულის" მხრიდან ეს ძალიან კარგი იყო. უკვე ვთქვი, რომ ვერ ვუმკლავდებოდით მოედანზე ფეხბურთელთა ზეწოლას, რომლებიც ბურთზე პრესინგს ყოველთვის ახდენდნენ. რომელ ფეხბურთელსაც უნდა ჰქონოდა ბურთი, ისინი პრესინგს ახდენდნენ და ეს მეტისმეტი იყო. მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენც ამას ვაკეთებდით და მათაც გაუჭირდათ".

მეორე ტაიმში თამაში: "ლივერპული" უკეთესი გუნდი იყო პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მანამდე. მეორე ნახევარში "ლივერპულივით" ზეწოლას ვცდილობდით. სქემა შევცვალეთ და გამოჩნდა, რომ "ლივერპულს" სირთულეები დაეწყო, მაგრამ ბევრი მომენტი მაინც ვერ შევქმენით, ალბათ, მხოლოდ ორი ან სამი. მათგან საუკეთესო ფელაინის თავური იყო. თუმცა მორიგი საკამათო გოლი გავუშვით. ვფიქრობ, ჰენდერსონი თამაშგარეში იყო".

"ლივერპულის" მეორე გოლი, რომელიც ფირმინომ გაიტანა: "რამდენადაც საკამათოა მათი გოლები, იმდენად დაიმსახურეს ისინი. ვიდეოგანმეორება ვნახე და ვფიქრობ, ბიჭი, რომელიც საჯარიმოს გარედან იძლევა პასს, უკვე თამაშგარეშია. როცა მსაჯი ზუსტად ხედავს პენალტს, ასევე ზუსტად უნდა დაინახოს თამაშგარე. მაგრამ ჩვენ ეს გოლიც გავუშვით, ამიტომაც ძალიან საზიზღარი გრძნობები მაქვს".

კარში ერთადერთი დარტყმა სამწუხაროა: "მართალი ხართ. ამას ვერ უარვყოფ. არ ვფიქრობ, რომ მესამე ან მეოთხე ფაზაში კრეატიულები ვიყავით. მაგრამ ეს "ლივერპულის" დაცვის დამსახურებაა და ამის გამო ისინი უნდა შეაქოთ. ძალიან უნდა გავუმჯობესდეთ იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი შევქმნათ. კარგი, ერთი დარტყმა, მაგრამ თავურიც ხომ გვქონდა, კარში არ წასულა, მაგრამ კარისკენ წავიდა".

ფელაინისა და ემრე ჯანის დაპირისპირება: "უნდა ვთქვა, ფელაინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა დაუშვა (ჯანზე წესების დარღვევა, რომელიც მსაჯმა ვერ შეამჩნია). ეს მომენტი არ მინახავს".

საპასუხო მატჩის წინა მდგომარეობა: "ყველაფრის უნდა გჯეროდეს. ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც "ლივერპულმა" თავისი ფანებით შექმნა. და მერე ყველაფერია შესაძლებელი. მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. მეორე ტაიმში ამას ვაკეთებდით, მაგრამ არა პირველში.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2016 10:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ხაზი ითვლება საჯარიმოს ნაწილად, დარღვევა კი (თუ იყო დარღვევა) მოხდა ზუსტად ხაზზე, ე.ი. პენალტი უნდა დადებულიყო. თამაშგარე იყო მილიმეტრებში და მაგას კაცი ხანდახან გამადიდებელი ლუპითაც ვერ დაინახავ. მე არ ვაპირებ ამ ორი ეპიზოდისთვის რამის დაბრალებას და შენ თუ გგონია, რომ ეგ არის წაგების მიზეზი მხოლოდ, არ ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: datonuc
11 მარტი 2016 10:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
ამისი უსინდისო და უნამუსო დედა მოვ***
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
11 მარტი 2016 11:09
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: RojoDiablo
ხაზი ითვლება საჯარიმოს ნაწილად, დარღვევა კი (თუ იყო დარღვევა) მოხდა ზუსტად ხაზზე, ე.ი. პენალტი უნდა დადებულიყო. თამაშგარე იყო მილიმეტრებში და მაგას კაცი ხანდახან გამადიდებელი ლუპითაც ვერ დაინახავ. მე არ ვაპირებ ამ ორი ეპიზოდისთვის რამის დაბრალებას და შენ თუ გგონია, რომ ეგ არის წაგების მიზეზი მხოლოდ, არ ვიცი.

წაგების მიზეზი ის არის,რომ უაზროდ წარამარა ცვლის ტაქტიკას. ვალენსია არ იყო სათამაშოდ მზად და ფელაინი ხო რას ამბობ იყო.
მისდღემში მატას აყენებდა ხოლმე ფლანგზე და ახა ეს ბუჩქი დაყვებოდა ფლანგზე ბლინდს უაზროდ. ან რო ამბობს,რომ ბლინდი ყველაზე კარგი მარცხენა მცველად არისო. ამ 1.20 კაცს რას აყენებ ცენტრში და იმ აყლაყუდა როხოს ფლანგზე. ხო შეიძლება შეცვალო პოზიცია ერთხელ მაინც. ან ეს ერერა რო ათამაშოს თავიდანვე ხო შეიძლება? მთელი თამაში არ ჩერდება და სულ ბრძოლობს ტიპი.
ეს კერიკი კიდე ხო ხედავს რო დაბერდა,რა შეუკიკინა მართლა რა. კერიკი უნდა გამოიყვანო ბოლო 10-15 წუთი,რომ ბურთი დაიჭიროს ცენტრში და ნორმალურად გაანაწილოს,როცა გუნდი იგებს და ანგარიშის შენარჩუნება უნდა. ახლა სიტი ამოგვტენის,რაღაც ეჭვი მეპარება ლივერპულს 3-0 მოვუგოთ და აბა ჰე უნაიტედი. მერე დეჰეაც დაგვტოვებს ალბად და არც გავამტყუნებ.
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
11 მარტი 2016 11:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
და მოურინიო რო მოვა ისევ ახლიდან დაიწყება გუნდის შენება? იმენა ტრაკოებში ვარ, სერიოზულ კრიზისსში საიდანაც გამოსავალი მარტო გიგზია, მოუ არ დარჩება აქ 10 და 20 წელი და გიგზი პირიქით, ახალგაზრდებსაც შანს მისცემს ჟოზესგან განსხვავებით
0
№5
ავტორი: shotkin
11 მარტი 2016 13:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნუ წუხართ სასტავ , ახალი არაფერი არმომხდარა , ვანგაალის ხელში თუ რამის მოგების იმედი გაქვთ არვიცი მარა მე არც ფა თასის მჯერა რო მოვიგებთ და არც ევროპა ლიგას, უბრალოდ რეალისტები როვიყოთ და ვინმემ გკითხოთ შეუძლია თუარა მანჩესტერისნაირ გუნდს რამე თასის მოგება პასუხი ნათელია , იქაც ვესთ ჰემი გაგვაგდებს 4 ეულში ვერ შევალთ და არც ვართ ღირსები და აქ უკვე გავვარდით , უბრალოდ შეგიძიათ აგვისტომდე არუყუროთ თამაშებს თუ ჩემსავით ნერვებს გიშლით მანიუს ტაქტიკა მწვრთნელი და ა.შ
0
№6
ავტორი: Best 7
11 მარტი 2016 14:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გააგდეთ ეს დროა მომ ჩაიბაროს გუნდი დროაა
0
№7
ავტორი: Count Alucard
11 მარტი 2016 18:48
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართალია პენალტი არ იყო, ხაზზე იყო კონტაქტი და მეორე გოლის დროს ჰენდერსონი თამაშგარეში იყო, მაგრამ ამით თავის გამართლება უაზრობა იქნება, რადგან აშკარად გვაჯობეს ტაქტიკურად, უფრო სწორად კლოპმა აჯობა ვან გაალს, როგორც ამას ყოველ შეხვედრაში აკეთებდა ადრე, ის 0-1იც გაგვიმართლა, თორე კლოპის ლივერპული მაშინაც გვჯობდა. გასვლის საერთოდ არ მჯერა, თუმცა ოლდ ტრაფორდზე უნდა მოვიგოთ.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2016 21:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მხარდაჭერა არც ენფილდზე აკლდათ. იდეალური ატმოსფერო შექმნეს ლივერპულის ფანებმა, წინასგან გასნხვავებით ეხლა მაგრად იყვნენ მომზადებულნი, ოლდ ტრაფორდზე მითუმეტეს არ დააკლდებათ მხარდაჭერა, მარა არანაირად არ იმსახურებენ ამას
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 მარტი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეეჰ წადი ლუი წადი რაა. შენც დაისვენებ და ჩვენც რაა derpwhy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top