ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერას ივლისში აღადგენს.
პორტუგალიელი სპეციალისტი უმუშევარია, მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" დაითხოვა დეკემბერში. ჟოზეს მედია ყოველდღიურად "მანჩესტერ იუნაუტედს" უკავშირებს, თუმცა ედ ვუდვორდი და გლეიზერები ჯერ არ ცდილობენ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტას ლუი ვან გალთან.
ჰოლანდიელი სპეციალისტი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება "ოლდ ტრაფორდზე" განვითარებული პრობლემების გამო. "იუნაიტედი" ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
მოურინიომ, გასულ თვეში განაცხადა, რომ გუნდს, მხოლოდ ზაფხულში ჩაუდგება სათავეში და არა შუა სეზონში. ხოლო, მუშაობის დაწყებას ივლისში აპირებს.