თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2016, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2610,
კომენტარები: 5
სმოლინგი: "ორთაბრძოლები გადამწყვეტი იქნება"
კრის სმოლინგი მატჩის წინ.
სმოლინგი:
კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპისპირებაში ინდივიდუალური ბრძოლები ბევრ რამეს გადაწყვეტს.

ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში უკვე დაეხმარა "იუნაიტედს" "ენფილდზე" კარის "მშრალად" შენახვაში, როცა "მერსესაიდელებს" გამოკვეთილი ფორვარდი არ ჰყავდათ. კრისტიან ბენტეკე და სტივენ კოლკერი მაშინ შეხვედრის მიწურულს შევიდნენ მოედანზე და შეტევას დაეხმარნენ, მაგრამ იურგენ კლოპს ახლა შემადგენლობაში ჰყავს დანიელ სტარიჯი და დივოკ ორიგი.

ტრავმამოშუშებულმა სმოლინგმა პრესკონფერენცია ვან გაალთან ერთად გამართა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ძალიან ხშირად პირველი 20 წუთი უმთავრესია. მაგრამ ვის წინააღმდეგაც არ უნდა თამაშობდე, გსურს, მასზე უკეთესი იყო. ჩემთვის, მაგალითად, ასეთია თავდამსხმელი. ძალიან ადრე, გინდა ადრე ჩაება გამოწვევაში და დარწმუნდე, რომ შენ უკეთესი ხარ.

ეს არის მატჩი, რომელსაც ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდებიან და ეს არის მატჩი, რომელში მონაწილეობასაც მოუთმენლად ველოდები.

კარგია, რომ მწვრთნელი ტაქტიკური თვალსაზრისით აფასებს, ჩვენ კი სავარჯიშო მოედანზე მატჩამდე ტაქტიკაზე ვმუშაობთ, რათა შემთხვევებმა არ მოგვიცვას. მაგრამ როგორც კი თეთრ ხაზს გადაკვეთ, ემოციები შეგიპყრობს და საუკეთესო მატჩის ჩატარების იმედი გაქვს",
- განაცხადა სმოლინგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2016 10:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი აზრით, ფიზიკური ორთაბრძოლების კარგი საზომია სოლომონ რონდონი და კრისმა დაამტკიცა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ სტარიჯი ამასთან ერთად მოქნილი და ტექნიკური ფორვარდია და ბევჯერ მეტად, ვიდრე რონდონი. ლივერპული ძალიან გაშლილ ფეხბურთს თამაშობს და საჯარიმოსთან მოკლე პასებს იდეალურად იყენებს, თამაშის წაკითხვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მხრებით ჯახი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 მარტი 2016 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: RojoDiablo
ჩემი აზრით, ფიზიკური ორთაბრძოლების კარგი საზომია სოლომონ რონდონი და კრისმა დაამტკიცა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ სტარიჯი ამასთან ერთად მოქნილი და ტექნიკური ფორვარდია და ბევჯერ მეტად, ვიდრე რონდონი. ლივერპული ძალიან გაშლილ ფეხბურთს თამაშობს და საჯარიმოსთან მოკლე პასებს იდეალურად იყენებს, თამაშის წაკითხვა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მხრებით ჯახი

ისე მაგრად მაინტერესებს დუმბო კლოპი რატო ათამაშებს სტარიჯს ან თუნდაც ორიჯს და არა ბენტეკეს??? მართლა ვერ ვგებულობ belay
0
№3
ავტორი: datonuc
10 მარტი 2016 11:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
იჯი ევასება ბოლოში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2016 13:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდე კაი დაბრუნდა თორე დაცვა ცუდ დღეში იყო. ეს როა უფრო მეტად მშვიდად ვართ ხალხი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2016 14:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
ისე მაგრად მაინტერესებს დუმბო კლოპი რატო ათამაშებს სტარიჯს ან თუნდაც ორიჯს და არა ბენტეკეს??? მართლა ვერ ვგებულობ

ჩემი აზრით, მაგის მიზეზი უნდა იყოს გუნდის სათამაშო სტილი. კლოპი სწრაფ ფეხურთს ამჯობინებს, ბენტეკე კი უფრო ბურთის მიმღები, ჩამომღები, პასის მიმცემია, მაგრამ სამი, ოთხი შეხებით. სტარიჯი გაცილებით ტექნიკური და სწრაფია, ისევე, როგორც ორიგი, ვიდრე ბენტეკე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top