თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2016, 09:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 14895,
კომენტარები: 17
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ევროპის ლიგის 1/8 ფინალის მატჩის პრევიუ.
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. 1-ლი მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 10 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
მატჩის დასაწყისი: 00:05, (ჩვენი დროით)

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: გომესი, ინგსი, ლუკასი, როსიტერი, სტიუარტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:
"ლივერპულის" შემადგენლობაში დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან ფორვარდი დენი ინგსი და მცველი ჯო გომესი.


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, რუნი, იანგი, უ.კინი, ბორტუიკ-ჯექსონი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: ლინგარდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია
მიუწვდომელი: იანუზაი (ითამაშა "დორტმუნდის" რიგებში), ფოსუ-მენსა (განაცხადში არ არის)
განაცხადი: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, პერეირა, როხო, სმოლინგი, ვარელა, დარმიანი, პული, მაკნეირი, ლავი, ტუანზებე, ბორტუიკ-ჯექსონი, მატა, კერიკი, ბლინდი, ერერა, ვალენსია, ფელაინი, შნეიდერლინი, გოსი, პერეირა, მარსიალი, მემფისი,

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს ანტონიო ვალენსია და, რომ ძლიერი შემადგენლობის გამოყვანას აპირებს, თუმცა არც ახალგაზრდათა გამოყენება გამორიცხა.


ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის 195-ე დაპირისპირებაში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ენფილდზე" უმასპინძლებს, სადაც რიგით პირველი ევროპული მატჩი შედგება ისტორიულ მეტოქეებს შორის. ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ამჯერად ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გაიმართება.

წინა შეხვედრები


მოწინააღმდეგეები ერთმანეთს პირველად ხვდებიან უეფა-ს ეგიდის ტურნირზე.

ინგლისურ ტურნირებზე გუნდებმა ერთმანეთში 194 მატჩი ჩაატარეს. "ლივერპულმა" 64 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 79, ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა.

ინგლისის ჩემპიონატში მოწინააღმდეგეები 166-ჯერ დაუპირისპირდნენ ("იუნაიტედმა" 67 მატჩი მოიგო, "ლივერპულმა" 55), 18-ჯერ კი კლუბები ინგლისურ თასებზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ("იუნაიტედი" - 11 მოგება, "ლივერპული" - 7 მოგება).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა მოუგო.


ფაქტები გუნდების შესახებ


"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლივერპული"


"ლივერპული" ევროტურნირებზე მე-40 სეზონს ატარებს - 21 ევროპის ჩემპიონთა თასზე (ჩემპიონთა ლიგა), 14 უეფა-ს თასზე (ევროპის ლიგა), 5 თასების თასზე.

"ლივერპულის" ანგარიშზე 11 ევროპული ტიტულია: 5 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 3 უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა), 3 ევროპის სუპერთასი.

"ლივერპულმა" ევროპაში ჩატარებული თავისი მატჩების 54% მოიგო: 336 მატჩი- 183 მოგება. ტურნირების მიხედვით: ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა) 181 მატჩი- 100 მოგება (55%), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა) 117 მატჩი- 63 მოგება (54%), თასების თასი - 29 მატჩი- 16 მოგება (55%).

"ლივერპულს" თანამემამულე გუნდების წინააღმდეგ ევროტურნირზე ჩატარებულ მატჩებში შემდეგი შედეგი აქვს - 4 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება (4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება- სახლში და 4 მოგება, 4 ფრე - გასვლაზე). ინგლისური კლუბების წინააღმდეგ "ლივერპულს" გასვლაზე ევრომატჩი არასდროს მოუგია.

"ლივერპული" მიმდინარე სეზონში რვა ევრომატჩში არ მარცხდება (3 მოგება, 5 ფრე) და მოედანი დაუმარცხებელმა 6 საშინაო შეხვედრაში დატოვა (3 მოგება, 3 ფრე). 2012/13 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "უდინეზესთან" 3-2 მარცხის შემდეგ "ლივერპული" ევროპის ლიგის რვა საშინაო შეხვედრაში არ მარცხდება (5 მოგება, 3 ფრე).

"ლივერპული" გასულ სეზონში ევროპის ლიგის 1/16 ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ. ხოლო ტურნირს ამავე ეტაპიდან გამოეთიშა 2012/13 წლების სეზონში, როცა "ზენიტთან" გასვლაზე გატანილი გოლის წესით ორმატჩიანი დუელი დათმო. 2010/11 წლების სეზონში "მერსისაიდელები" 1/8 ფინალში "სპარტას" დამარცხების შედეგად გავიდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე პორტუგალიურ "ბრაგასთან" წააგეს.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე თავის მე-40 სეზონს ატარებს ევროტურნირებზე - 27 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 8 უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა), 5 თასების თასი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 6 ევროტიტული აქვს მოპოვებული: 3 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 1 თასების თასი, 1 კონტინენტთაშორისი თასი, 1 ევროპის სუპერთასი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპაში ჩატარებული თავისი მატჩების 53% მოიგო: 324 მატჩი- 171 მოგება. ტურნირების მიხედვით: ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა): 261 მატჩი- 145 მოგება (56%), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა): 26 მატჩი- 8 მოგება (31%), თასების თასი: 31 მატჩი- 16 მოგება (52%).

"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული შვიდი მატჩი ასე დასრულდა: 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (3 მოგება - სახლში და 2 მოგება, 1 წაგება (გასვლაზე). "წითლები" ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში არ მარცხდებიან, მათ შორის შედის 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა "ჩელსისთან", რომელიც მოსკოვში პენალტების სერიაში მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ დროისათვის 6 მატჩი აქვს ჩატარებული ევროპის ლიგაზე- 2 მოგება, 4 წაგება (1 მოგება, 2 წაგება - სახლში და 1 მოგება, 2 წაგება - გასვლაზე).

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ასპარეზობდა და მაშინ გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკთან" ორჯერ დამარცხდა - 2-3 და 2-1. ევროპის ლიგა (უეფა-ს თასი) - ერთადერთი ევროპული ტურნირია, რომელიც გუნდს არასდროს მოუგია. კლუბის საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე - მეოთხედფინალია, რომელსაც 1994-85 წლებში მიაღწია.

კავშირი გუნდებს შორის


"ოლდ ტრაფორდიდან" "ენფილდამდე" მანძილი 45 კილომეტრია.

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგას მოიგებს, მეხუთე ევროპული კლუბი გახდება "აიაქსის", "ბაიერნის", "იუვენტუსისა" და "ჩელსის" შემდეგ, რომელსაც ევროპის სამივე თასი ერგება - ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა) და თასების მფლობელთა თასი. "ლივერპული" ამ კლუბებს ვერასდროს შეუერთდება, რადგან მათ არასდროს მოუგიათ თასების მფლობელთა თასი.

ინგლისის მასშტაბით "იუნაიტედი" "ლივერპულს" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის რაოდენობით აჭარბებს (20 "იუნაიტედს", 18 "ლივერპულს"), ასევე ქვეყნის თასის (11 "იუნაიტედს", 7 "ლივერპულს"), მაგრამ ჩამორჩება ლიგის თასის რაოდენობით (8 "ლივერპულს", 4 "იუნაიტედს".

"იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი და "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი "ასტონ ვილაში" 2008-2010 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

დანიელ სტარიჯი და ხუან მატა "ჩელსიში" ერთად თამაშობდნენ 2011-2013 წლებში.

მატჩი ჩატარდება დეილი ბლინდის 26-ე დაბადების დღის მომდევნო დღეს.

უეფას თასზე (ევოპის ლიგაზე) ინგლისური კლუბები ერთმანეთს 1972/1973 წლების სეზონში ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გასვლაზე გატანილი გოლის წესით დაამარცხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ოთხი ფეხბურთელი დასახელებულა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად - ჯორჯ ბესტი (1963), დენის ლოუ (1964), ბობი ჩარლტონი (1966) და კრიშტიანუ რონალდუ (2008). "ლივერპულში" ასეთი პატივი მაიკლ ოუენს ერგო (2001).

"ლივერპულის" ისტორიაში ორ ფეხბურთელს აქვს მოგებული ევროპის "ოქროს ბუცი" - იან რაში (1984) და ლუის სუარესი (2014). "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ასეთი პატივი კრიშტიანუ რონალდუს ერგო (2008).

"ლივერპულის" რიგებში ყველაზე მეტი ევროპული მატჩი ჯეიმი კარაგერმა ჩაატარა (150), ხოლო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ევროპაში სტივენ ჯერარდია (41).

"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ყველაზე მეტი ევროპული მატჩი რაიან გიგზს აქვს ჩატარებული (159), კლუბის საუკეთესო ბომბარდირი კი ევროპაში რუდ ვან ნისტელროია (38 გოლი).

გუნდების მწვრთნელები

იურგენ კლოპმა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში ბრენდან როჯერსი შეცვალა. დორტმუნდის "ბორუსია" მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონი გახდა 2010/11 წლებში, მომდევნო წელს კი "ოქროს დუბლი" გააკეთა და ჩემპიონობას გერმანიის თასი მიუმატა, ხოლო 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდს 2014 წლის ზაფხულიდან წვრთნის, "აიაქსის" თავკაცის რანგში მან უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ჩემპიონი გახდა ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთი "ალკმაართან", "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" ერთად. ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

საპასუხო შეხვედრა ლუი ვან გაალისთვის 150-ე ევროპული მატჩი იქნება მწვრთნელის რანგში.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

6.03.2016. "კრისტალ პალასი" - "ლივერპული" 1:2 (ლედლი 48 - ფირმინო 72, ბენტეკე 90 (პ))

"ლივერპული: "მინოლე, ფლენეგანი (კოუტინიო 61), ლოვრენი, საკო, მორენო, მილნერი, ჰენდერსონი, ჯანი, ლალანა, ფირმინო (ტურე 88), ორიგი (ბენტეკე 80).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-7 ადგილი, 44 ქულა.

6.03.2016. "ვესტ ბრომი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 (რონდონი 66)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, სმოლინგი, როხო, დარმიანი (ფოსუ-მენსა 83), ბლინდი, ლინგარდი, კერიკი, ერერა (შნეიდერლინი 62), მატა, მარსიალი, რეშფორდი (დეპაი 75).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 47 ქულა.
მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2016 10:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან ბევრისგან მოვისმინე ბოლო დღეებში, რომ ლივერპული კარგ ფორმაშია და ა.შ. მაგრამ ვერ ვხვდები რას გულისხმობენ სიტყვა "კარგის" ქვეშ. ლივერპული კარგ ფორმაშია "ენფილდზე", სადაც მართლაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ გასვლაზე არის საშინელი. იმდენად გულისამრევი ფეხბურთი არ აქვს, როგორიც იუნაიტედს, მაგრამ ეგ კარგი ფორმა არ არის და ვფიქრობ, სახლში და გასვლაზე თამაშის განსხვავებულობა საშუალოდ დონის გუნდის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მატჩი ენფილდზეა და საფრთხეც დიდია, რა თქმა უნდა, უნდა გვეშინოდეს, მაგრამ მე სულაც არ ვაპირებ ვაღიარო, დღეს ტრავმირებულ იუნაიტედს გაანადგურებს კლოპი.

ერთი კია, მათი შემტევი ტრიო ბურთს ისე სწრაფად ათამაშებს ხოლმე და იმდენად მოულოდნელ პასებს აკეთებს, რომ თვალის მიდევნება გაჭირდება, მაგრამ ეჭვი მაქვს, ლუი დღეს მეორე ნომრად ითამაშებს, კონტრშეტევაზე ააგებს თამაშს და არ იქნება სიტი, რომელიც ასე არ მოქცევის გამო დაისაჯა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 მარტი 2016 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები დაუბრუნდათ ლივერპული მაინც არაა ის გუნდი, რომ სახში ვერ დაამარცხო. პირიქით, ჩვენ რომ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყვავდეს დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ამ თამაშს მოვიგებდით. კრისტალ პალასთან ძალიან გაუმართლათ, 3 ქულის ღირსები ნამდვილად არ იყვნენ და არც ის პენალტი იყო დასადები. მოკლედ ასეა თუ ისეა ოლდ ტრაფორდზე სასურველი შედეგით უნდა დავბრუნდეთ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2016 10:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
კრისტალ პალასთან ძალიან გაუმართლათ, 3 ქულის ღირსები ნამდვილად არ იყვნენ და არც ის პენალტი იყო დასადები.


ზუსტად მაგის გამო ორმაგად მინდა, რომ დაისაჯონ. ძალიან დიდი სიბინძურე იკადრა ბენტეკემ. იანგისას ვერ ვიტანდი და მაგან სულ უარესი გააკეთა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
10 მარტი 2016 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია ლუი ამ თავის ტრადიციას არ დაარღვევს და ისევ მოუგებს ლივერპულს
0
№5
ავტორი: Beckham23
10 მარტი 2016 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რთული თამაში იქნება ენფილდზე ნამდვილად. თუ წაგვივიდა თამაში მოვიგებთ.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2016 13:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ მატჩში ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს ორივე გუნდი ბოლომდე დიხარჯება მოედანზე

წინანდელისგან განსხვავებით ხალხი ჩვენნუფრონგვაკლია. ადვილი არ იქნება მარა დიდი იმედი მაქვს რომ გავცდებით
0
№7
ავტორი: Number 0
10 მარტი 2016 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
უნდა მოვიგოთ ვალდებულები ვართ lol
0
№8
ავტორი: giorgi_gio100
10 მარტი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
imedi makvs mobugebt,advili tamashi ar ikneba amdeni fexburtelis naklebonas tu gavitvaliswinebt..rac ar unda moxdes old trafordze mjera da mwams rom dedas vutorebt)))warmatebebi bichebs da bolomde gaiazron mtavaria ra gubdis forma acviat,da romeli gundis gerbi akvt gulze))) ase rom imedia karg xasiatze viknebit yvela tamashis damtavrebks mere ..warmatebebi bratsi yvelas :**
0
№9
ავტორი: chudikone
10 მარტი 2016 15:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წაგების გარდა ყველაფერი გვაწყობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: s.a.b.a
10 მარტი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
Shvains mainc AR gvyavs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top