ცნობილმა ჟურნალისტმა, "არსენალის" გულშემატკივარმა და The Daily Mail-ის კოლუმნისტმა პირს მორგანმა განაცხადა, რომ უეინ რუნიმ უარყო ცხრანიშნა თანხის შეთავაზება, რომელიც ჩინური კლუბისგან მიიღო.
დეკემბერში ბრიტანული მედია ამტკიცებმა, რომ "იუნაიტედის" კაპიტანმა შეთავაზება მიიღო "შანხაი ტელეისგან", რომელსაც რუნისთვის კარგად ნაცნობი სვენ-გორან ერიქსონი წვრთნის, პირსონმა კი ეს ინფორმაცია დაადასტურა.
"ტელეფონზე 20 თებერვალს ღამის 11 საათზე დამირეკეს. ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი იყო და სურდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" მის საპატივცემულოდ ჩასატარები მატჩის გეგმები განეხილა. მაგრამ ვისაუბრეთ პრესაში გავრცელებულ ჭორებზეც, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ მას შანხაიში გადასვლისა და ერიქსონის გუნდში თამაშის სანაცვლოდ არნახულ თანხას სთავაზობდნენ.
"ეს სიმართლეა", - მითხრა რუნიმ. მე ვკითხე: "რა თანხას გთავაზობდნენ?". უეინმა მხოლოდ ჩაიცინა. "მიდი - ნუ მორცხვობ - გამაკვირვე!". და მაშინ დამისახელა სამწლიანი კონტრაქტის თანხა, რომელიც იმდენად ზღაპრულად გიგანტური იყო, რომ თავი ცუდად ვიგრძენი (არ დავასახელებ, მაგრამ მხოლოდ ვიტყვი, რომ რვა ნული ჰქონდა). სუნთქვა შემეკრა, რუნიმ კი სასიკვდილო დარტყმა მომაყენა: "გადასახადების გადახდის შემდეგ", - წერს პირს მორგანი თავის გრაფაში.