რისი ბრაუნს უკვე ამოეწურა "ქოვენთრი სიტისთან" კონტრაქტი და "იუნაიტედში" ბრუნდება...
მრავალფეროვნებით გამორჩეული მცველი, რომელსაც თამაში შეუძლია ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე, ამ ზაფხულს შეუერთდა "Sky Blues", მაგრამ შემდეგ კლუბმა შეიცვალა მწვრთნელი, რამდენიმე თვის შემდეგ, კი რედ მარკ რობინსმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ბრაუნმა ბოლოს კლუბის შემადგენლობაში სექტემბერში, გასვლაზე ითამაშა "ოლდჰემზე", მაგრამ მან ასევე კარგი გამოცდილება მიიღო Capital One cup–ის მატჩზე "არსენალის" წინააღმდეგ.
ჩატარებული ათი მატჩის შემდეგ "Sky Blues" მაისურით, 21 წლის ბიჭუნა "მანჩესტერ იუნაიტედს" უბრუნდება, საუკეთესო სურვილებით "რიკო არენადან".
ინგლისის 20 წლამდელთა მოთამაშეს ასევე შემოთავაზებები ჰქონდა "ბრედფორდიდან", "დონკასტერიდან" და "ოლდჰემიდან".
ამავდროულად, ბენ ამოსი დაუბრუნდა კლუბს, "ჰალ სიტიში" მოღვაწეობის შემდეგ, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლუკე გივერნი რჩება "როიალ ენტვერპენში"...
წყარო:
http://www.manutd.com