"მანჩესტერ იუნაიტედმა" UEFA-ს სთხოვა, რომ ევროპის ლიგის ეგიდით გასამართ მატჩამდე "სახლში" დარჩენის უფლება მიიღოს.
UEFA-ს წესების თანახმად, კლუბი ვალდებულია მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე იმყოფებოდეს სტადიონიდან 27 მილის რადიუსში.
თუმცა ლუი ვან გაალმა ოთხშაბათს დილით ვარჯიშის გამართვა მოისურვა კარინგტონზე, რომელიც 34 მილითაა დაშორებული "ლივერპულიდან". გამომდინარე იქიდან, რომ ეს ევროპული მატჩი ერთი და იმავე ქვეყნის გუნდებს შორის ტარდება, "იუნაიტედმა" ვარჯიშის შემდეგ სასტუმროში დარჩენა და ხუთშაბათს შუადღეს მერსეისადში ჩაფრენა ისურვა, სადაც ლივერპულის სასტუმროში გაგრძელდება მათი მზადება.
თავის მხრივ, "ლივერპული" "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი საპასუხო შეხვედრის წინა ღამეს მანჩესტერში გაატარებს.
1999 წლის მაისის შემდეგ "ლივერპული" პირველად მასპინძლობს "იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ ღამის მატჩს, მაგრამ პოლიცია განსაკუთრებული ზომების მიღებას არ აპირებს და მათი ღონისძიებები ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც იანვარში იყო, როცა "იუნაიტედმა" 1-0 გაიმარჯვა.